მუნში
მუნში — მოხელე გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, მუნშის თანამდებობა ქართლში დაწესდა როსტომ მეფის დროს (XVII ს.). ქართლი ირანის ვასალი იყო და მუნში ემსახურებოდა როგორც ირანის შაჰს, ისე ქართლის მეფეს. ქართლის მეფის, ვეზირისა და მუსტოფის დავალებით იგი მუშაობდა სპარსული საბუთების, ანგარიშებისა და წერილების შედგენაზე. ვეზირი და მუსტოფი მუნშს იყენებდნენ თავიანთ საკონტროლო საქმიანობასთან დაკავშირებითაც.
ლიტერატურა
რედაქტირება- სურგულაძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 197.
- გაბაშვილი ვ., ქართული ფეოდალური წყობილება XVI-XVII საუკუნეებში, თბ., 1958.