მულჩირებანიადაგის მოშიშვლებული ნაწილის გადაფარვა სხვადასხვა საშუალებებით. მოწოდებულია აღმოფხვრას ან შეამციროს ის არასასურველი მოვლენები, რომლებსაც იწვევს ნიადაგის ზედაპირზე მცენარეული საფარის უქონლობა.

მთის თხემების მულჩირება პლასტიკური ფირით

ნიადაგის მულჩირება აუმჯობესებს ნიადაგის აგროფიზიკურ თვისებებს, იცავს მას ეროზიისაგან. მცენარეებით დაფარული ნიადაგი მდიდრდება ორგანული მასით. მულჩირება გავლენას ახდენს ნიადაგში მიმდინარე ფიზიკურ, ბიოლოგიურ და ქიმიურ პროცესებზე. მულჩს, როგორც ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებას, უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს გვალვიანი რაიონებისათვის. იგი იცავს ნიადაგის აგრეგატებს ნალექების მოსვლისას. ამის გამო არ იქმნება ქერქი, ტენი ნაკლებად ორთქლდება და მცირდება ზედაპირული ჩამონადენი — ეროზიის განვითარების ერთ–ერთი საწყისი. ამავე დროს გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მულჩირება აძლიერებს მიკროორგანიზმების ცხოველქმედებას, რაც შემდგომში ნიადაგის ბიოქიმიური პროცესების გააქტიურებაშიც გამოიხატება, იწვევს ნიადაგში ფოსფორისა და კალიუმის მოძრავი ფორმების შემცველობის გადიდებას, ამავე დროს ადგილი აქვს აზოტის ხარჯვას, რაც მულჩის მასის გახრწნას ხმარდება, ამიტომ ამან შეიძლება გამოიწვიოს ნიადაგში აზოტის უკმარისობა, რაც უნდა შეივსოს აზოტიანი სასუქების შეტანით.

ნიადაგის მულჩირება დანაკუწებული ხის ქერქებით

სასოფლო–სამეურნეო და დეკორაციულ კულტურებში მულჩირების შესწავლა და გამოყენება საფუძველს ამ საუკუნის დასაწყისიდან იღებს. დღეისათვის იგი ფართოდაა გავრცელებული როგორც ერთწლიან, ისე მრავალწლიან კულტურებში. მისი ფართოდ გამოყენება განაპირობა იმან, რომ იგი 9%–0 მდე ზრდის ნიადაგის ტენიანობას და ამავე დროს 1,5–7,5–ით ამცირებს მის ტემპერატურას სწორედ მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტადაა საჭირო სასოფლო–სამეურნეო კულტურისათვის. მაგალითად, კარტოფილში, როდესაც ხდება ტუბურების ფორმირება და მაღალი ტემპერატურა მიუღებელია. ეს იწვევს კარტოფილის მოსავლიანობის ზრდას 75%–ით, ხოლო ზოგჯერ — გაორმაგებასაც კი.

მულჩირება საქართველოში

რედაქტირება

საქართველოში მულჩირების თეორიული საფუძვლები კარგადაა შესწავლილი და გამოცდილია მულჩად ტორფი, ნაკელი, სპეციალური ქაღალდი, გვიმრა, ნამჯა და ა. შ. მიღებული აქვთ ძალიან კარგი შედეგები როგორც ერთწლიან, ისე მრავალწლიან კულტურებში. მულჩირება დადებით გავლენას ახდენს არა მარტო ეროზიის წინააღმდეგ ბრძოლისა და ტენტევადობის გაუმჯობესებაზე, არამედ მცენარეთა დაცვის ღონისძიებების ეფექტურობის ამაღლებაზეც. მკვეთრად მცირდება სარეველების რაოდენობა ასეთ ნაკვეთებზე, იზრდება ენტომოფაგების სიმჭიდროვე და შესაბამისად მცირდება მავნებლების აქტიურობა, იცვლება დაავადებებისათვის საჭირო ეკოლოგიური პირობებიც და შესაძლებელი ხდება მათ გავრცელებისა და დაზიანების ინტენსივობის მართვა. კარტოფილში მულჩის გამოყენების იდეა კოლორადოს ხოჭოს წინააღმდეგ საბრძოლველად მოგვაწოდა ბაკ რიჩარდსმა. ამასთან თუ გავითვალისწინებთ ზემოთ მოყვანილ მონაცემებსაც, ნათელი გახდება ამ მეთოდის პერსპექტიულობა ჩვენი ფერმებისათვის, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში. ჩვენს პირობებში მულჩად შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ნამჯა, გამხმარი გვიმრა (ან სხვა სარეველები), ცოცხალი კულტურა (რიგთშორისებში წინასწარ ითესება სრული მოთესვის კულტურა, ვთქვათ ჭვავი ან შვრია და ა. შ.), რომლის გათიბვის შემდეგ მწვანე მასა ქუცმაცდება და რიგთშორისებში რჩება, შემდეგ კი ითესება (ან ირგვება) ძირითადი კულტურა, ანდა მულჩად შეიძლება გამოყენებულ იქნას ცელოფნის შავი აპკი, მულჩის სპეციალური ქაღალდი, ან კომბინირებული მეთოდით — ნამჯა და შავი აპკი ან სპეციალური ქაღალდი, ისე რომ აპკის (ქაღალდის) სიგანე არ უნდა აღემატებოდეს 60 სმ–ს, რომლის შუაში გაკეთებულ ჭრილებში დაირგვება ტუბერები ან სხვა სათოხნი კულტურის თესლი და რიგთაშორისები დაიფარება ნამჯით.

გამოყენება

რედაქტირება

ქეას მუშაობის არეალში ჩატარებულმა ცდებმა დაგვანახა მულჩის ეფექტურობა კარტოფილში, ამიტომ აუცილებელია მისი გამოყენების გაფართოება. კარტოფილში, აღმოცენების დაწყებისას სასურველია შევიტანოთ 1,2–1,5 კგ/ჰა ზენკორი (თუმცა მულჩს აქვს უნარი, მოსპოს სარეველები) და აღმოცენების დასასრულს ნიადაგი დავფაროთ მთლიანად 6–10 სმ ნამჯით ან 10–15 სმ სიმაღლის გათიბული გვიმრით. კულტივაცია (თოხნა) ან შემოყრა გამორიცხულია (მიუხედავად იმისა, ზენკორი არის თუ არა შეტანილი), არც მორწყვა არ უნდა დაჭირდეს კარტოფილს. მხოლოდ ჩატარდება მავნებელ–დაავადებათა საწინააღმდეგო ღონისძიებები, თანაც სავარაუდოა — შემცირებული ჯერადობით. მულჩირებას დადებითი შედეგების მოტანა შეუძლია სხვა ერთწლიან და მრავალწლიან კულტურებშიც.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება