მუკუზნის სვეტიცხოვლის ეკლესია

მუკუზნის სვეტიცხოვლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუკუზნის ცენტრში გურჯაან-თელავის გზის პირას დგას. ეკლესია ერთიანად არაა აგებული და აშკარად ეტყობა აღდგენა გადაკეთების კვალი, რის შედეგადაც თავდაპირველი სახე შეცვვლილი აქვს. ნაგებობების კედლებში რამდენიმე სამშენებლო ფენა გამოიყოფა, რომლებიც ერთმანეთისგან, როგორც მასალით ისე წყობის ხასიათითაც განსხვავდება.

ეკლესიის ნაწილთა მშენებლობის ქრონოლოგიური თანმიმდევრობის მიხედვით შეილება ითქვას, რომ ადრე ამ ადგილას მდგარა ძველი სავარაუდოდ VI-VII საუკუნეების, სამეკლესიანი ბაზილიკა, რის დანგრავის სჰემდგომ იგი დარბაზულად გადაუკეთებიათ და თავდაპირველი ეკლესიის შემორჩენილი ნაწილები ახალი ეკლესიის კორპუსში ჩაუთავთ. XVII საუკუნეში ეკლესია საფუძვლიანათ შეუკეთებიათ, ამდროს აღუდგენით დასავლეთ კედელი და აღმოსავლეთ კედლის ზეა მხარე. შიგნიდან ეკლესია გადახურულია აგურის კრამიტით, ხოლო გარედან კრამიტის ორფერდა სახურავით. ეკლესიას მცირე გადაკეთებები XIX საუკუნეშიც განუცდია განუცდია. 1988-1989 წლებში სპეციალური სამეცნიერო სარესტავრაციო საწარმო სახელოსნომ ჩაატარა. სადაც გაიწმინდა და კეთილ მოეწყო ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია. ეკლეიის შიგნიდა დაიგო აგურის იატაკი. აღდგა საკურთხევლის გვერდითი სათავსო კდლები. გარეთ კედლების საპირეწყობის ჩამოშლილი ნაწილები და ლავგარდანი. მოიხსნა დასავლეთ ფლორტონის წვერზე დადგმული სამრეკლოს შემორჩენილი საფუძველი. ეკლესია გადაიხურა დარისებრი კრამიტით თავდაპირველი ნაგებობებისგან შემორრჩნილია: მთავარი ეკლესიის აფსიდი-კონქის მცირე ნაწილები და აფსიდის გვერდებზე მდებარე სათავსები კედლების კვალი გეგმის მთელ კონტურზე. ეკლესიის თავდაპირველი ნაწილი მთლიანად რიყის ქვითაა ნაგები. ქვები ზომის და წონის მიხედვით შერჩეულია და დაწყობილია სწორხაზოვან რიგებად. აღდგენილი კედლები რიყის ქვის წყობის ირეგულარულადაა გამოყვანილი, ხოლო ნაილი რიყის ქვის და აგურის მონაცვლეობით - რიყის ქვა ერთმანეთისგან თანაბრადაა დაცილებული, ორრიგად ნაწყობ აგურის თარაზულ შრეებს შორისაა მოქცეული. კამარა, კონქი, საბჯენი თაღები, კარ-საკმელთა ღიობები დასავლეთ კუთხეების ზედა ნაწილები და ლავგარდანი მთლიანდ აგურისაა. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს სამხრეთიდან და დსავლეთიდან. სამხრეთიდან შესასვლელის თაღი მშვილდისებრია, დასავლეთ შესასვლელის კი ნახევარ წრიული. შიგნით იატაკის დონე მიწის დონეზე დაბლაა, რის გამოც შესასვლელებთან ორ-ორ საფეხურიანი კიბეა მოწყობილი. შიდა სივრცე საკმაოდ ვრცელია აღმოსავლეთით იგი დასრულებულია ნალისებრი აფსიდით რის ღერძზე გაჭრილია თაღოვანი სარკმელი, ორივემხარეს თითო ნიშაა ჩრდილოეთით თაღოვანი სარკმლე აშუქებს. ორ-ორი სამხრეთით და ჩრდილოეთ კედლებშია ერთი დასავლეთში (მოგვიანებით XIX საუკუნეში) ჩრდილოეთ და სამხრეთ თაღები გაუგანიერებიათ და მშვიდისებრი გადაუხურავთ გრძივ კედლებზე ოთხ-ოთხი მრგვალი ზემოთკენ შევიწროებუი, დაუდევრად ნაგები მასიური სვეტია მიდგმული რეებსაც ეყრდნობა გრძივი მიმართულებით გადაყვანილი სამ-სამი საკმაოდ ფორმა დაკარგული თაღი. ამ კონსტრუქციას ეყრდნობა დარბაზის შეისრული კამარა თაღები ეკლესიის გრძივ კედლებს წყობით კი არ უკავშირდება. დასავლეთიდან I, II, III, სვეტების გასწვრივ კამარის საბჯენი თაღებია, მათ ქუსლებთან გამოიყოფა ორ საფეხუროვანი იმპოსტები. ჩრდილოეთ კედლის ღმოავლეთ ნაწილში მოწყობილია, მაღალი თარაზულად გადახურული კარი რომელიც აფსიდის ჩრდილოეთით მდებარე. გეგმით სწორკუთხა სათავსში გადის. კარი სათავსის მხრიდან ნახევარწრიული თაღითაა მეოე მსგავსი სათავსი მოწყობილი იყო აფსიდის სმხრეთითაც იგი აღმოსავლეთით ნალისებრი აფსიდითაა დასრულებული და ცალკე შესასვლელი დასავლეთიდანაც ჰქონია ეკლესიის ფასადები შელესილი და შეთეთრებული ყოფილა აღმოსავლეთ ფასადის ღერძზე საკურთხვლის თაღოვანი სარკმლია, რის გასწვრივ ფრონტონის არეში აგურს წყობით გამოყვანილი, საფეხურებიანი კვარლცხბეკზე დადგმული ჯვრის შეღრმავებული გამოსახულებაა რომელიც წითლადაა შეღებილი. დასავლეთ ფასადზე შესასვლელის თავზე კვადრატული ნიშაა, ხოლო ფრონტონის არეში წითლად შეღებილი ჯვრის გამოსახულებაა. კედლები დასრულებულია აგურის სამ საფეხურიანი ლავგარდნით ჰორიზონტალური შემონაკეცებით ფროტონის ძირებთან.

ლიტერატურა რედაქტირება