მუედინ (მოედინ) ფერხატის ძე სურმანიძე (დ. 1875, სოფ. ქედა, — გ. 3 ოქტომბერი, 1937, თბილისი) — ქართველი საბჭოთა სახელმწიფო მოხელე, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი.

1925-1926 წლებში იყო აჭარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მიწათმოქმედების სახალხო კომისარი, 1925-1930 წლებში — აჭარის ასსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, 1931-1932 წლებში — აჭარის ასსრ სოციალური უზრუნველყოფის სახალხო კომისარი. 1937 წლის ივნისში დააპატიმრეს კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით და იმავე წლის ოქტომბერში დახვრიტეს. რეაბილიტირებულია 1958 წელს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • აჭარის მიწათმოქმედების სახალხო კომისრები სოფლის მეურნეობის მინისტრები // აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ისტორია / თენგიზ ცივაძე, ვაჟა იაკობიძე, ლევან ბოლქვაძე. - ბათუმი, 2013. - ISBN 978-9941-0-6720-4. - გვ. 90.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება