მსხვილი შავი ღორი
მსხვილი შავი ღორი — უნივერსალური პროდუქტიულობის ჯიში. გამოყვანილია ინგლისში XIX საუკუნის დასაწყისში ადგილობრივი გრძელყურა ღორის ნეაპოლურ და ჩინურ შავ ღორებთან შეჯვარებით. მსხვილი შავი ღორი საქონე-სახორცე მიმართულებისაა, აქვს მაგარი კონსტიტუცია. კერატის ცოცხალი მასაა 250-300 კგ. ნეზვის — 200-220 კგ აღწევს; ნაყოფიერება 10-12 გოჭი, მერძეულობა 60-70 კგ. სახორცე სუქებისას 6-7 თვის მოზარდეული 90-100კგ აღწევს. მსხვილი შავი ღორი ხალასად გავრცელებულია რუსეთში, უკრაინასა და ბელარუსის რესპუბლიკებში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბოდოკია ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 182.