მსხალიჭასებრნი (Pyrolaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. მარადმწვანე მრავალწლოვანი ფესურიანი ბალახებია. აქვთ ყვავილედებში თავმოყრილი, იშვიათად ეული ორსქესიანი ყვავილები, მრავალთესლიანი კოლოფა ნაყოფი.

მსხალიჭასებრნი
Pyrola asarifolia
Pyrola asarifolia
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  მსხალიჭასებრნი
ლათინური სახელი
Pyrolaceae

ოჯახში 4-5 გვარის 45-მდე სახეობაა. გავრცელებული არიან ჩრდილოეთ ზომიერ და ცივ სარტყლებში; სამხრეთით მექსიკამდე და ვესტინდოეთამდე აღწევენ. საქართველოში იზრდება ამ ოჯახის 7 სახეობა.

ლიტერატურა

რედაქტირება