მსოფლიო გეოდეზიური სისტემა

მსოფლიო გეოდეზიური სისტემა (ინგლ. World Geodetic System)— კოორდინატთა სამგანზომილებიანი სისტემა. გამოიყენება მონაცემთა დედამიწაზე დაგეგმილებისათვის.

მისი წინამორბედებია: WGS-72, WGS-64, WGS-60. WGS-84-ის ნულოვანი (საწყისი) მერიდიანი მდებარეობს 5,31“-ით აღმოსავლეთით გრინვიჩის მერიდიანიდან. სისტემის საფუძველია სფეროიდი, რომლის ეკვატორული რადიუსი არის 6 378 137 მეტრი, პოლარული კი — 6 356 752 მეტრი. ზედაპირის ფართობი შეადგენს 510 065 ათას კმ²-ს. ტოპოგრაფიული რუკების მათემატიკურ საფუძვლად ანუ კარტოგრაფიულ პროექციად მიღებულია მერკატორის უნივერსალური ტოლკუთხა განივი ცილინდრული პროექცია UTM.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ლიპარტელიანი გ., ლიპარტელიანი დ., გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი, თბ., 2012, გვ. 147

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება