მრისხანების მტევნები (ფილმი)

მრისხანების მტევნები (ინგლ. The Grapes of Wrath) — 1940 წლის ამერიკული დრამატული ფილმი. გადაღებულია ჯონ სტეინბეკის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით.

„მრისხანების მტევნები“

კადრი ტრეილერიდან
ჟანრი დრამატული, როუდ-მუვი
დამდგმელი რეჟისორი ჯონ ფორდი
პროდიუსერი დერილ ზანუკი, ნუნელი ჯონსონი
სცენარის ავტორი ნუნელი ჯონსონი
ნაწარმოები „მრისხანების მტევნები“
ჯონ სტეინბეკი
როლებში ჰენრი ფონდა, ჯეინ დარველი
მუსიკა ალფრედ ნიუმენი
ოპერატორი გრეგ ტოლანდი
მონტაჟი რობერტ ლ. სიმფსონი
დისტრიბუტორი 20th Century Fox
გამოსვლის თარიღი 24 იანვარი, 1940
ხანგრძლივობა 129 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $ 800 000
შემოსავალი $2 500 000
ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ფილმი ასახავს ოკლაჰომაში მცხოვრები ოჯახის ისტორიას, რომელიც 1930-იანი წლების დიდი დეპრესიის გამო შრომით მიგრანტებად იქცევა და კალიფორნიისკენ მიემართება მას შემდეგ, რაც მდიდარმა მიწათმფლობელმა ადგილობრივ ღარიბ ფერმერებს სახლებისა და მიწის ნაკვეთების დაცლა მოსთხოვა. 12-სულიანი ოჯახი იძულებულია ძველი სატვირთო მანქანით გაუყვენ გზას კალიფორნიისკენ, ახალი ცხოვრების დასაწყებად. მოხუცი ბაბუა და ბებია ხანგრძლივ მგზავრობას ვერ უძლებენ და გზაში კვდებიან. ოჯახის დარჩენილი წევრები იძულებული არიან მოხუცები გზადაგზა დამარხონ. კალიფორნიაში ჩასვლის შემდეგ, ოჯახი ხვდება რომ მათთვის აქ სამუშაო არ მოიპოვება. შტატის პოლიციის მუქარის შემდეგ, ოჯახის წევრები ბანაკში ბინავდებიან, სადაც მრავალი მათსავით „ამერიკულ ოცნებას“ დადევნებული ემიგრანტია თავმოყრილი. შეძლებული დამსაქმებლები ცდილობენ იაფად დაიქირავონ მუშახელი და ამისათვის პროვოცირებას არ ერიდებიან, რაშიც მოსყიდული პოლიციელები ეხმარებიან. ახალგაზრდა ჰენრი ფონდას გმირი იძულებული ხდება პოლიციის ძალადობას ძალაობითვე უპასუხოს, რის შემდეგაც მისი ოჯახი ბანაკს ტოვებს. ოჯახი ახალი ბანაკისკენ მიემართება, სადაც უკეთესი პირობები და სამუშაოს პერსპექტივაა. შტატის პოლიცია ჰენრი ფონდას გმირს უნებლიე დანაშაულის გამო ეძებს და ბანაკში მის კვალს მიაგნებს. ახალგაზრდა კაცი გასაქცევად ემზადება. წასვლამდე მხოლოდ დედას ემშვიდობება და ეუბნება რომ სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა აქვს გადაწყვეტილი. დედამისი წუხილს გამოთქვამს რომ, ვეღარასოდეს ვერ ნახავს შვილს, რაზეც შვილი პასუხობს: „მე სიბნელეში ვიქნები, სადაც არ უნდა გაიხედო. ყველგან ვიქნები სადაც ჩხუბია, რათა მშიერმა ჭამოს. იქ ვიქნები, სადაც პოლიციელი უბრალო კაცს სცემს. დამინახავთ დაჩაგრულების ტირილში და მშიერი ბავშვების სიცილში, რომლებიც ვახშამს ელოდებიან და იციან რომ გაძღებიან. მე ვიქნები იქ, სადაც ხალხი შეჭამს მათ მოსავალს და იცხოვრებს სახლებში, რომლებიც თავად ააშენეს“.

ჯილდოები

რედაქტირება
  • 1940 — კინოკრიტიკოსთა ეროვნული საბჭოს ჯილდო საუკეთესო ფილმისთვის
  • 1941 — ოსკარის ხუთი ნომინაცია
  • 1989 — ფილმი შეიტანეს ეროვნულ კინორეესტრში
  • 1998 — 21-ე ადგილი 100 საუკეთესო ამერიკული ფილმის სიაში ამერიკული კინოს ინსტიტუტის მიხედვით.
  • 2007 — განახლებულ სიაში ფილმმა 23-ე ადგილი დაიკავა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება