მრავალბორცვიანები

მრავალბორცვიანები (ლათ. Multituberculata) — უძველესი ნამარხი ძუძუმწოვრების რიგი. ჰქონდათ მრავალბორცვიანი ძირითადი კბილები და კარგად განვითარებული საჭრელები. მეზოზოურ ძუძუმწოვართა შორის მრავალბორცვიანები გამოირჩევიან სიდიდით. ზოგიერთის აზრით, ხეზე მცოცავნი უნდა ყოფილიყვნენ. იკვებებოდნენ მცებარეთა ნაყოფით. გავრცელებული იყვნენ დასავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ცხოვრობდნენ იურულიდან შუა ეოცენამდე.

მრავალბორცვიანები
Ptilodus
Ptilodus
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  მრავალბორცვიანები
ლათინური სახელი
Multituberculata

ლიტერატურა

რედაქტირება