მოჰსენ ფახრიზადე
მოჰსენ ფახრიზადე მაჰაბადი (სპარს. محسن فخریزاده مهابادی; დ. 21 მარტი, 1958, ყუმი — გ. 27 ნოემბერი 2020, აბსარდი, თეირანი) — ირანელი ფიზიკოსი, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ოფიცერი და თეირანის იმამ ჰუსეინის სახელობის უნივერსიტეტის ფიზიკის ლექტორი.[1][2]
მოჰსენ ფახრიზადე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
21 მარტი 1958 ყუმი ირანი |
გარდაცვალების თარიღი |
27 ნოემბერი 2020 (62 წლის) აბსარდი |
მოქალაქეობა | ირანი |
განათლება | იმამ ჰუსეინის სახელობის უნივერსიტეტი |
ჯილდოები | ღვთის დახმარების მედალი |
გაეროს უშიშროების საბჭოს თანახმად, ფახრიზადე გახლდათ ირანის თავდაცვის სამინისტროსა და ირანის შეიარაღებული ძალების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი და ფიზიკის კვლევის ცენტრის (PHRC) ხელმძღვანელი. იგი ხელმძღვანელობდა "პროექტ ამადს" — ბალისტიკური რაკეტებისთვის ბირთვული ქობინის შექმნის საიდუმლო პროგრამას. იყო ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის მაღალი რანგის ოფიცერი. დაიღუპა შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 2020 წლის 27 ნოემბერს.
ადრეული წლები
რედაქტირება1979 წელს ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ ის შეუერთდა ისლამური რევოლუციის გუშაგთა გვარდიას.
პროექტი 111
რედაქტირებაგაეროს ცნობით, ფახრიზადე გახლდათ თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების უფროსი მკვლევარი და ფიზიკური კვლევების ცენტრის (CPR) ხელმძღვანელი. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (აესს) სურდა მისგან ინტერვიუს აღება ფიზიკური კვლევის ცენტრის საქმიანობასთან დაკავშორებით, მაგრამ მან უარი განაცხადა.
დასავლური დაზვერვა ამტკიცებდა, რომ ფახრიზადე გახლდათ პასუხისმგებელი ირანის ბირთვულ პროგრამაზე — ე.წ. "პროექტი 111". დასავლური ქვეყნები აცხადებენ, რომ პროექტი 111 არის ან იყო ირანში ბირთვული ბომბის შექმნის მცდელობა, თუმცა ირანი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დამკვირვებლების მეშვეობით რეგულარულად ამტკიცებნდა, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ სამოქალაქო მიზნებისთვისაა და დასავლური სადაზვერვო სააგენტოების მიერ მოწოდებული ინფორმაცია ყალბია. The New York Times-ის თანახმად, აშშ-ს დაზვერვის ანგარიშების საიდუმლო დოკუმენტების მიხედვით ფახრიზადე ღრმად იყო ჩართული ირანის ბირთვული ქობინის შემუშავების მცდელობებში.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაფახრიზადე დაქორწინებული იყო, ჰყავდა შვილები. სარგებლოდა საკუთარი დაცვით და ცხოვრობდა დაცულ კომპლექსში.
მიუხედავად მაღალი სტატუსისა, ფახრიზადე ჩრდილში რჩებოდა. მას იშვიათად ახსენებდნენ ირანის სახელმწიფო მედიაში და ჩვეულებრივ უნივერსიტეტის პროფესორად მოიხსენიებდნენ. ეს საიდუმლო გაქრა, როდესაც ის აიათოლა ალი ხამენეისთან ერთად გამოჩნდა ირანულ ვებსაიტებზე.
მკვლელობა
რედაქტირება2020 წლის 27 ნოემბერს ფახრიზადეზე განხორციელდა თავდასხმა აბსარდში, რა დროსაც ისრაელის მთავრობამ გამოიყენა ინოვაციური ავტონომიური სატელიტური იარაღი. მეცნიერი მძიმედ დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.[3]
თავდასხმისთანავე, ოფიციალურმა წყაროებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მოხდა შეტაკება მეცნიერის დაცვის თანამშრომლებსა და რამდენიმე „ტერორისტს“ შორის, რის შედეგადაც სავარაუდოდ დაიღუპა თავად ფიზიკოსი, მისი დაცვის წევრი და რამდენიმე თავდამსხმელი. შემდგომში რამდენიმე ურთიერთსაწინააღმდეგო ოფიციალური და ნახევრადოფიციალური ვერსიები გავრცელდა.[4][5]
2010-2012 წლებში ოთხი ირანელი ბირთვული ექსპერტი მოკლეს. თეირანი მათ სიკვდილში ისრაელს ადანაშაულებდა, მაგრამ არ არსებობს ამის არანაირი მტკიცებულება. სიკვდილამდე რამდენიმე წლით ადრე ფახრიზადეზე ასევე განხორციელდა წარუმატებელ მკვლელობის მცდელობა. ირანის სადაზვერვო სამსახურები თვლიდნენ, რომ ბირთვული ფიზიკოსის მოჰსენ ფახრიზადეზე შესაძლებელი იყო კვლავ განხორციელებულიყო მკვლელობის მცდელობა, მაგრამ არ მიუდგნენ ამ საკითხს სერიოზულად.[6]
2021 წლის ივნისში სატელევიზიო ინტერვიუში, მოსადის ყოფილმა ხელმძღვანელმა იოსი კოენმა განაცხადა, რომ ისრაელი იყო პასუხისმგებელი ფახრიზადეს მკვლელობაზე. ირანის მთავრობამ მეცნიერის მკვლელობას „სახელმწიფო ტერორის“ აქტი უწოდა. ამ ამბავმა გამოიწვია დაძაბულობა რეგიონში და ირანის საკანონმდებლო ორგანომ მიიღო კანონი, რომელიც ბლოკავს მისი ბირთვული პროგრამის ინსპექტირებას.[7]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ https://www.theguardian.com/world/2020/nov/27/mohsen-fakhrizadeh-thought-to-be-key-figure-in-irans-nuclear-efforts
- ↑ Iran: un scientifique spécialisé dans le domaine du nucléaire assassiné près de Téhéran (médias) (ფრანგ.)
- ↑ Staff. Iranian nuclear scientist Fakhrizadeh dies in hospital after attack - state media (November 27, 2020). ციტირების თარიღი: 27 ნოემბერი 2020. დაარქივებულია 27 ნოემბერი 2020 წ.
- ↑ BBC News, 28 NovI. 2020 "Mohsen Fakhrizadeh: Iran Blames Israel for Killing Top Scientist"
- ↑ Joffre, Tzvi (28 November 2021). "Former Iranian nuclear head hints Fakhrizadeh worked on nuclear weapons". Jerusalem Post.
- ↑ Mohsen Fakhrizadeh: Iran scientist 'killed by remote-controlled weapon'. ციტირების თარიღი: 1 დეკემბერი 2020. დაარქივებულია 30 ნოემბერი 2020 წ..
- ↑ "The Mohsen Fakhrizadeh Assassination Operation 27 November 2020—Absard, Iran".[მკვდარი ბმული] Cofutures. 17 March 2021.