მოჰაჩი
მოჰაჩი (უნგრ. Mohács, გერმ. Mohatsch, სერბ. Мохач, თურქ. Mohaç) — ქალაქი უნგრეთში, მდებარეობს მის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ბარანიის მედიეში. მოჰაჩის ფართობი 112.23 კმ²-ია. ხოლო ქალაქის მოსახლეობა 2011 წლის მონაცემებით 17 808 ადამიანს შეადგენდა. იგი მოსახლეობით მე-2 ადგილზე იმყოფება ბარანიის მედიეში.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
მოჰაჩი Mohács | |||||
| |||||
ქვეყანა | უნგრეთი | ||||
მედიე | ბარანია | ||||
კოორდინატები | 46°00′00″ ჩ. გ. 18°41′00″ ა. გ. / 46.00000° ჩ. გ. 18.68333° ა. გ. | ||||
მერი | Gábor Pávkovics[1] | ||||
ფართობი | 112.23 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 82 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 17 808 კაცი (2011) | ||||
სიმჭიდროვე | 158.67 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | (36)+ 69 | ||||
საფოსტო ინდექსი | 7600 | ||||
ოფიციალური საიტი | mohacs.hu | ||||
მოსახლეობა
რედაქტირებაბოლო 25 წლის განმავლობაში მოჰაჩის მოსახლეობა ზრდის ნაცვლად იკლებს. 1991 წელს მისი მოსახლეობა 20 326 შეადგენდა, 2000 წელს 19 453-მდე ჩამოვიდა, ხოლო 2005 წელს უკვე 19 033 იყო. 2010 წელს კი მისი მოსახლეობა უკვე 18 993 შეადგენდა.
მოჰაჩის ველზე გამართული ბრძოლები
რედაქტირებამოჰაჩის ველზე ორი ძალზე მნიშვნელოვანი ბრძოლა გამართულა. 1526 წელს და 1687 წელს.
1526 წლის 29 აგვისტოს ბრძოლა გაიმართა ოსმალეთის იმპერიის სულთან სულეიმან I-სა და უნგრეთის მეფე ლაიოშ II-ს შორის. ამ ბრძოლაში ოსმალებმა სასტიკად დაამარცხეს უნგრელთა არმია და დაეპატრონნენ უნგრეთის დიდ ნაწილს. ეს ტერიტორია მათ თითქმის ორი საუკუნე ჰქონდათ დაკავებული.[2]
მეორე ბრძოლა კი 1687 წლის 12 აგვისტოს გაიმართა ჰაბსბურგებისა და ოსმალეთის არმიას შორის. ორივე ქვეყნის არმია თანაბარი იყო. ორივეს 60 000-60 000 მეომარი ჰყავდა. თუმცა ამ ბრძოლაში ჰაბსბურგებმა გაიმარჯვეს. თანაც მათ მხოლოდ 600 მეომარი დაკარგეს. ამ ბრძოლამ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა იმაში, რომ 1699 წელს ოსმალები კარლოვიცის ზავის დადებას დათანმხდნენ.[3]