ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მოჰამედ ბაზუმი (დ. 1 იანვარი, 1960) — ნიგერის პრეზიდენტი 2021 წლის 2 აპრილიდან 2023 წლის 26 ივლისამდე. დაამხეს სამხედრო გადატრიალების შედეგად.[2][3]

მოჰამედ ბაზუმი
არაბ. محمد بازوم
ფრანგ. Mohamed Bazoum
დაბადების თარიღი 1 იანვარი, 1960(1960-01-01)[1] (64 წლის)
დაბადების ადგილი ბილაბრინი, ნიგერი[1]
მოქალაქეობა  ნიგერი
განათლება შეიხ ანტა დიოპის უნივერსიტეტი
ეროვნება Diffa Arabs
ჯილდოები საპატიო ლეგიონის ორდენის დიდი ოფიცერი

დაამთავრა შეიხ ანტა დიოპის უნივერსიტეტი. 1993-1995 და 2004-2009 წლებში იყო ეროვნული ასამბლეის წევრი. 1995-1996 წლებში ნიგერის საგარეო საქმეთა, კოოპერაციისა და აფრიკასთან ინტეგრაციის მინისტრი. ამავე თანამდებობას იკავებდა 2011 წლის 21 აპრილიდან 2015 წლის 25 თებერვლამდე. 2016-2020 წლებში ნიგერის შინაგან საქმეთა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, დეცენტრალიზაციისა და ჩვეულებრივ და რელიგიურ საქმეებთა სახელმწიფო მინისტრი. არის პარტია „ნიგერიული პარტია დემოკრატიისა და სოციალიზმისთვის“ წევრი. პარტიის პრეზიდენტი 2013 წლიდან. ამავე პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი 2020-2021 წლების საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში. პირველ ტურში ბაზუმიმ 1 879 629 (39,30%) მიიღო. მეორე ტურში მიიღო 2 501 459 ხმა (55,75%). [4]

2022 წლის დეკემბერში, დასავლეთ აფრიკის ეკონომიკური და სავალუტო კავშირის (UEMOA) წევრი ქვეყნების მეთაურთა 23-ე სამიტის დროს, მოჰამედ ბაზუმი დაინიშნა ორგანიზაციის პრეზიდენტად.[5]

  1. 1.0 1.1 http://www.gouv.ne/cvministres/cvbazoum.pdf
  2. ნიგერში სამხედროების ჯგუფმა განაცხადა, რომ დაამხო პრეზიდენტი ბაზუმი
  3. ნიგერში სამხედროებმა სახელმწიფო გადატრიალების შესახებ განაცხადეს
  4. მეორე ტურის შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-22. ციტირების თარიღი: 2021-02-25.
  5. „Uemoa : Bazoum, croissance et inflation au menu du sommet des chefs d’État – Jeune Afrique“. JeuneAfrique.com (ფრანგული). ციტირების თარიღი: 6 დეკემბერი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მოჰამედ_ბაზუმი“-დან