ნიგერი (კოლონია)
ნიგერის კოლონია (ფრანგ. Colonie du Niger) — საფრანგეთის კოლონიური იმპერიის ნაწილი, რომელიც მდებარეობდა დასავლეთ აფრიკაში თანამედროვე ნიგერის სახელმწიფოს ტერიტორიაზე. არსებობდა სხვადასხვა ფორმებში 1900 წლიდან 1960 წლამდე.
ისტორია
რედაქტირებანიგერის კოლონია ჩამოყალიბდა 1922 წლის ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით ნიგერის სამხედრო ტერიტორიისგან, რომელიც გამოიყო კოლონიისგან ზემო სენეგალი და ნიგერი. შექმნის მომენტისთვის კოლონიაში შედიოდა ცხრა ოლქი: აგადესი, დოსო, გური, მარადი, ნგიგმი, ნიამეი, ტაჰუა, ტილიბერი და ზინდერი. კოლონიის ცენტრი იყო ქალაქი ზინდერი. 1926 წელს კოლონიის ცენტრი გახდა ქალაქი ნიამეი[1]. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში კოლონია ლოიალური იყო ვიშის რეჟიმის მიმართ და ჩაკეტა საზღვარი დიდი ბრიტანეთის მაშინდელ კოლონია ნიგერიასთან.