მოხისის სამების ეკლესია

მოხისის სამების ეკლესია — შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მოხისში. ეკლესია დგას სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ე. წ. აგარაკების ტერიტორიაზე.

მოხისის სამების ეკლესია

მოხისის სამების ეკლესია

ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°42′50″ ჩ. გ. 44°25′14″ ა. გ. / 41.714111° ჩ. გ. 44.420639° ა. გ. / 41.714111; 44.420639
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
პროვინცია ქვემო ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება X-XI საუკუნეები

ეკლესია სტილისტური ნიშნებით X-XI საუკუნეებით თარიღდება. XIX საუკუნის ბოლოს ეკლესია განუახლებია ვინმე იოსებ ყავრიშვილს, რომელიც ამავე ტაძარშია დაკრძალული საფლავის ქვის წარწერის მიხედვით (ჩაშენებულია დასავლეთ კედელში). ეკლესიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა 1983-1984 წლებში.

ეკლესია დარბაზული ტიპისაა, ზომით 9,3 X 5,4 მეტრი. ნაგებია სრულიად განსხვავებული ზომის და ფორმის სხვადასხვა ჯიშის ქვით. შესასვლელი სამხრეთ კედელშია გაჭრილი. კარი გარედან არქიტრავითაა დასრულებული (თავდაპირველი არქიტრავი დაკარგულია), შიგნიდან თაღოვანია. განათებულია აღმოსავლეთის, დასავლეთის და სამხრეთის ვიწრო და თაღოვანი სარკმლებით. აფსიდა ნახევარწრიულია. ფასადების გაფორმება ძუნწია.

ტაძრის აღმოსავლეთის ფასადზე, სარკმლის რელიეფური წარბის გარშემო, მოთავსებულია ქვა ნუსხურნარევი ასომთავრული სამშენებლო წარწერით, რომელიც გვამცნობს, რომ ტაძარი აუგიათ კვირიკე, თევდორე და ბეშქენ ალმაოტისძეებს და მისთვის ჭალას ნაყიდი ვენახიც შეუწირავთ საზედაშეოდ:

ვიკიციტატა
„სახელითა ღმრთისაჲთა, მამისა, ძისა და სულისა წმიდისა, ჩუენ, ალმაოტისძეთა კუირიკე და თევდორე {და} ბეშქენ აღვაშენეთ წმიდაი ესე ეკლესიაი საოხად სულისა ჩუენისა. ღმერთი არს მოწმე ჩუენთა, ესე გლახაკთა გუიქნია. პირველ, ჭალას ვენაჴი ვიყიდეთ საზედაშედ ამავე ეკლესისათუის.“

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გელაშვილი ი., გოგოლაძე თ., X-XI საუკუნეების უცნობი წარწერა მოხისის სამების ეკლესიიდან, „მრავალთავი: ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი“, ტ. 25, 2015. — გვ. 180-187.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 7629
  • ECG914. მოხისის სამების წარწერა — საქართველოს ეპიგრაფიკული კორპუსი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტუტიტი).