სლესის ციხე
(გადამისამართდა გვერდიდან მოქცევის ციხე)
სლესის ციხე, მოქცევის ციხე — განვითარებული შუა საუკუნეების ციხესიმაგრე ახალციხის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვრისა და ბორჯომი-ახალციხის საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს. ციხე ნაგებია ქვიტკირით, გალავანი დაშლილია, დაცულია მხოლოდ ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთი მხარე.
სლესის ციხე | |
---|---|
სლესის ციხის ნანგრევები | |
მდებარეობა | საქართველო |
სტატუსი | დანგრეული |
შესაძლებელია სლესის ციხე და ნასოფლარი სლესა ეკუთვნოდეს „სლესართა“ გვარს, რომელიც მოხსენიებულია სამცხე-საათაბაგოს კათალიკოსის სამწყსოს თავადებში:
„ბუმბულისძენი მათითა სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიითა ავალიშვილთა და სლესართა აქვს.“
|
2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ს. მაკალათია, ბორჯომის ხეობა, თბ. 1957
სქოლიო
რედაქტირება