მოტყიარის ბერის წყარო

მოტყიარის ბერის წყარო — ყოფილი მონასტერი რაჭაში, სოფელ მოტყიარში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. იმ ადგილას, სადაც ბერებს უნდა ეცხოვრათ, წყარო მოედინებოდა. ამ ადგილას შემორჩენილია ორი ქვევრი და მუხები. ნაგებობათა კვალი არ შეინიშნება, ისინი, სავარაუდოდ, მიწამ დაფარა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ვაჟა გობეჯიშვილი, რაჭის მონასტრები, თბ., 2006, გვ. 75