მოტოციკლისტის დღიურები (წიგნი)

მოტოციკლისტის დღიურები“ (ესპ. Diarios de Motocicleta) — მემუარული ნაწარმოები, რომელიც აღწერს მარქსისტი რევოლუციონერის — ერნესტო ჩე გევარას ადრეულ მოგზაურობას, რომელიც მან, მედიცინის ფაკულტეტის 22 წლის სტუდენტმა მეგობართან, 29 წლის ბიოქიმიკოს ალბერტო გრანადოსთან ერთად განახორციელა. ბუენოს-აირესი მათ 1952 წლის იანვარში დატოვეს, 1939 წელს გამოშვებული ნორტონ 500cc მარკის ერთძრავიანი შიშინა მოტოციკლით, რომელსაც La Poderosa-ს (ყოვლისშემძლე) ეძახდნენ. მათ სურდათ შეემეცნათ სამხრეთ ამერიკა, რომელსაც მანამდე მხოლოდ წიგნებიდან იცნობდნენ.[1] ამ ოდისეისას, გევარა მთლიანად გარდაქმნა ნანახმა სოციალურმა უსამართლობამ, რომელშიც იმყოფებოდნენ მაღაროს ექსპლუატირებული მუშები, დევნილი საზოგადოებები, გარიყული კეთროვნები და ერთ დროს უძლეველი ინკების იმპერიის ჩამოფლეთილი შთამომავალნი. ტურნეს დასასრულისას, მათ საბოლოო ჯამში სიმბოლურად 9 თვე იმოგზაურეს, მოტოციკლით, გემით, ტივით, ცხენით, ავტობუსით თუ ავტოსტოპით (გზაზე შემხვედრი მანქანებით) და გადაკვეთეს 8 000 კმ, ისეთი ადგილების გასწვრივ, როგორებიცაა ანდები, ატაკამის უდაბნო და ამაზონის აუზი. წიგნი მთავრდება ზედა საშუალო კლასის ოჯახში დაბადებული გევარას აღიარებით, რომ ის მზადაა იბრძოლოს და მოკვდეს უპოვართათვის და მისი ოცნებით იხილოს გაერთიანებული ლათინური ამერიკა.

გევარასა და ალბერტო გრანადოს მოგზაურობის რუკა. ეითელი ხაზი აღნიშნავს თვითმფრინავით გადაადგილებებს.
გევარა (მარცხნივ) ქოქავს La Poderosa-ს

წიგნი თავდაპირველად იყიდებოდა საგამომცემლო სახლ Verso-ს მიერ სათაურით „Das Kapital meets Easy Rider[2] და რამდენიმეჯერ იქცა ნიუ-იორკ ტაიმზის ბესტსელერად.[3]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. On the Trail of the Young Che Guevara by Rachel Dodes, The New York Times, December 19, 2004
  2. Doreen Carvajal (1997-04-30). „30 Years After His Death, Che Guevara Has New Charisma“. The New York Times. ციტირების თარიღი: 2008-04-08.
  3. NYT bestseller list: #38 Paperback Nonfiction on 2005-02-20, #9 Nonfiction on 2004-10-07 and on more occasions