მოსკოვსკაია (დონის როსტოვი)
მოსკოვსკაია (რუს. Московская) — სასტუმრო დონის როსტოვში. მდებარეობს დიდი სადოვაიის ქუჩაზე (სახლი 62). სასტუმროს შენობა აგებულია 1893-1896 წლებში არქიტექტორ ალექსანდრე პომერანცევის პროექტის მიხედვით და ნიკოლაი დურბახის მონაწილეობით[1]. ამჟამად სასტუმრო დახურულია, იგეგმება რეკონსტრუქცია[2]. სასტუმრო მოსკოვსკაიას შენობას გააჩნია რუსეთის ფედერაციის რეგიონული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[3].
მოსკოვსკაია რუს. Московская | |
---|---|
მდებარეობა | რუსეთი, დონის როსტოვი |
არქიტექტორი | ალექსანდრე პომერანცევი, ნიკოლაი დურბახი |
ტიპი | ეკლექტიკა |
გახსნის თარიღი | 1893-1896 |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ისტორია
რედაქტირებაXIX საუკუნის შუა წლებში სომხური წარმოშობის ვაჭარმა მარეს ბაბაჯანიანმა, რომელიც ცხოვრობდა ინდოეთში, თავისი ქონების ნაწილი გაიღო დონის ნახიჭევანში საქველმოქმედო საქმიანობისათვის. 1860 წელს მწერალი და რევოლუციონერ-დემოკრატი მიქაელ ნალბანდიანმა თავის გაზეთში „Северное сияние“ დაწერა სტატია, რომელშიც მოუწოდებდა ნახიჩევანელებს გაეტარებინათ ზომები რათა მიეღოთ ზომები ამ თანხის მისაღებად. დონის ნახიჩევანის საქალაქო საკრებულომ გადაწყვიტა ამ საქმეში ჩართულიყო თავად ნალბანდიანი. 1861 წლის სექტემბერში ნალბანდიანმა მოიგო სასამართლო კალკუტაში და ბაბაჯანიანის ფული მიიღო[4].
ამ თანხით „ნახიჩევანის ღარიბ სომეხთა საეკლესიო მზრუნველთა საბჭომ“ გადაწყვიტა დონის როსტოვის მთავარ ქუჩაზე აეშენებინა სასტუმრო. პროექტის ავტორი გახდა ცნობილი არქიტექტორი ალექსანდრე პომერანცევი, რომელსაც ამ დროისათვის უკვე აგებული ჰქონდა გენჩ-ოგლუევის სახლი. მშენებლობაში აქტიურ როლს ასრულებდა დონის ნახიჩევანელი არქიტექტორი ნიკოლაი დურბახი[1]. მშენებლობა დაიწყო 1893 წელს და უკვე 1896 წლისათვის სასტუმრო გაიხსნა[4].
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში სასტუმროს შენობა სერიოზულად დაზრალდა, თუმცა 1960 წელს მოხდა მისი აღდგენა[5]. 2000-იანი წლების შუა პერიოდში სასტუმრო დახურეს, შენობაში კი განათავსეს ოფისები[6]. 2007 წლის 1 ივნისს სასტუმროში გაჩნდა ხანძარი[7], რის შემდეგაც შენობა აღარაა ექსპლუატაციაში[2]. 2013 წლის დასაწყისში შენობა სავალალო მდგომარეობაშია. დაგეგმილია შენობის რეკონსტრუქცია და სართულების მომატება. სავარაუდოდ რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ სასტუმრო „მოსკოვსკაია“ გახდება ხუთვარსკვლავიანი[2].
არქიტექტურა
რედაქტირებაოთხსართულიანი სასტუმროს შენობა აგებულია ეკლექტიკის სტილში. სიმეტრიული ფასადი ვერტიკალურად ხუთ ნაწილად იყოფა. ცენტრალურ ნაწილში თავდაპირველად იყო დიდი აივანი. პირველი სართული რუსტირებულია[1].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Есаулов Г. В., Черницына В. А. Архитектурная летопись Ростова-на-Дону. — Ростов-на-Дону, 1999. — С. 60—62. — ISBN 5-8456-0433-8.
- ↑ 2.0 2.1 2.2 Анастасия Быченкова. (2013-05-14) В Ростове из разрушающейся гостинцы «Московская» сделают 5-звездочный отель. donnews.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-14. ციტირების თარიღი: 2013-08-25.
- ↑ Ростов-на-Дону (объекты культурного наследия регионального значения). Официальный портал Правительства Ростовской области. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-14. ციტირების თარიღი: 2013-08-24.
- ↑ 4.0 4.1 Швецов С. Д. На высоком донском берегу: Очерки из прошлого Ростова. — Ростов, 1982. — С. 63—65.
- ↑ 100 мест: Индийское наследство. werawolw.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-14. ციტირების თარიღი: 2013-08-25.
- ↑ Пётр Сергеев, Оксана Антипова, Людмила Хаджамова РО в районах // Ростов официальный. — 2006. — № 11 (590).
- ↑ В Ростове-на-Дону загорелась гостиница "Московская". Российская газета (2013-06-01). ციტირების თარიღი: 2013-08-25.