მოსკოვის წმინდა გიორგის ტაძარი (სტარი-ლუჩნიკი)

მოსკოვის წმინდა გიორგის ტაძარი (რუს. Храм Великомученика Георгия Победоносца) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XV საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის ბასმანის რაიონში.

მოსკოვის წმინდა გიორგის ტაძარი
მოსკოვის წმინდა გიორგის ტაძარი (სტარი-ლუჩნიკი) — რუსეთი
მოსკოვის წმინდა გიორგის ტაძარი (სტარი-ლუჩნიკი)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°45′29″ ჩ. გ. 37°37′49″ ა. გ. / 55.75806° ჩ. გ. 37.63028° ა. გ. / 55.75806; 37.63028
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7701795000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ეკლექტიკა
თარიღდება XV საუკუნე

მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ღვთისმშობლის ხარების სახელზე, ხოლო ეგვტერები წმინდა გიორგის, თეოდორა სიკეოტისა და ნილ სტოლებენსკის სახელზე.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ტაძარმა და ლუჩნიკების შესახვევმა თავისი სახელწოდება მიიღო ადგილიდან, სადაც ცხოვრობდა ხელოსანი, რომელიც ამზადებდა მშვილდებს. ამ ადგილზე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის გაჩენა დაკავშირებულია შორიახლოს განთავსებულ ე. წ. „ძროხის მოედანთან“, სადაც ვაჭრობდნენ შინაური პირუტყვით ადგილობრივი ვაჭრები, რომლებიც თავიანთ მფარველად თვლიდნენ წმინდა გიორგის.

პირველი წერილობითი წყარო, რომელშიც მოიხსენიება ხის ეკლესია ძროხის მოედანზე, განეკუთვნება 1460-იან წლებს. მას შემდეგ, რაც სავაჭრო მოედანი გადაიტანეს ცენტრიდან შორს, ეკლესიის ადგილს უწოდეს „ძველი ძროხის მოედანი“. XVII საუკუნიდან ეკლესია უკვე მოიხსენიება, როგორც ქვისაგან აგებული.

ამჟამად არსებული ტაძარი აგებულია ვაჭარ გ. ნ. ომანოვის ფინანსური მხარდაჭერით 1692-1694 წლებში. ეკლესია შედგება ორიარუსიანი კვადრატული ნეგებობისაგან, რომელსაც ამშვენებს ხუთი გუმბათი, სატრაპეზო და ორიარუსიანი სამრეკლო. სამრეკლოს მეორე იარუსი რვაკუთხაა და თაღებით გახსნილია რვა მხარეს, მსგავსი არქიტექტურული სტილი მოსკოვისათვის იშვიათია. ეკლესიას გარს ეკრა სასეირნო სართული, რომელიც სავარაუდოდ მოშალეს 1848 და 1862 წლებს შორის (ამჟამად შემონახულია თეთრი ქვის კიბე, რომელიც ადიოდა სასეირნო სართულზე სამრეკლოდან). ამავე წლებში გალერეის ადგილზე ააშენეს ნილ სტოლობენისა და თეოდორ სიკეოტის სახელზე ნაკურთხი ეგვტერები. ასვე გადააკეთეს ტაძრის აფსიდი.

ეკლესია საბჭოთა ხელისუფლებამ დახურა 1932 წელს, მოხსნეს ჯვარი, მანგრიეს გუმბათები, გუმბათის ყელი და სამრეკლო. ტაძრის შენობაში განათავსეს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის საერთო საცხოვრებელი. ტაძარი რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას დაუბრუნდა 1994 წელს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Паламарчук П. Г. Москва в границах Садового кольца // Сорок сороков Краткая иллюстрированная история всех Московских храмов. — Москва: Астраль, 2004. — Т. 2. — С. 163—166. — 744 с. — 7000 экз. — ISBN 978-5-271-07711-1.
  • Забелин И. Е. Материалы для истории, археологии и статистики города Москвы. — Москва: издательство Московской Городской думы, 1884. — Т. 1. — С. 469.
  • П.Н. Шармин Церковь Георгия в Лучниках // Москва. Энциклопедический справочник : Москва. — Большая Российская Энциклопедия, 1992.
  • Белый город / Макаревич Г. В., Альтшуллер Б. Г., Балдин В. И., Богданов В. В., Давид Л. А., Добровольская Э. Д. и др.. — М.: Искусство, 1989. — С. 282—283. — 380 с. — (Памятники архитектуры Москвы). — 50 000 экз.