მოსკოვის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის ეკლესია (ლიშჩიკოვი)
მოსკოვის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის ეკლესია (რუს. Церковь Покрова Пресвятой Богородицы) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ეკლესია დაარსებულია XVI საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის ტაგანის რაიონში. აგებულია 1696 წელს.
მოსკოვის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 55°44′54″ ჩ. გ. 37°39′15″ ა. გ. / 55.74833° ჩ. გ. 37.65417° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | მოსკოვი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული სტილი | მოსკოვური ბაროკო |
თარიღდება | 1696 |
ტაძრის მთავარი საკურთხეველი აკურთხეს ღვთისმშობლის კვართის დღესასწაულის სახელზე. ეგვტერები ყაზანის ღვთისმშობლის ხატისა და იოანე დამასკელის სახელზე.
ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.
ისტორია
რედაქტირებაკვართის ეკლესია მდებარეობს მდინარე იაუზის მაღალ ნაპირზე, რომელსაც ადრე ლიშჩიკოვის მთა ერქვა. არსებობს მოსაზრება, რომ ამ ადგილზე დასახლება გაჩნდა ჯერ კიდევ X საუკუნეში[1][2].
XV-XVI საუკუნეების მიჯნაზე ლიშჩიკოვის მთაზე დაარსდა კვართის მონასტერი. 1504 წელს ივანე III-მ კვართის მონასტერი გადასცა თავის შვილს ვასილი III-ს.
1688 წელს ეკლესია მთლიანად დაიწვა[3][4][5].
ახალი ქვის ეკლესიის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღეს არა ძველ ადგილზე, არამედ შემაღლებულ ადგილზე. ტაძრის შენობა მოსკოვის ბაროკოს სტილში ააგეს 1696 წელს. მისი ეგვტერი აკურთხეს იოანე დამასკელის სახელზე. ამჟამად მისი სახელობის ეგვტერი ერთადერთია მოსკოვში.
1773 წელს მაიორ ილია ლიხარევის ფინანსებით ტაძარს მიაშენეს ეგვტერი ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელზე. 1803-1805 წლლებში ააგეს სამრეკლო და გააფართოვეს სატრაპეზო.
კვართის ეკლესია ძლიერ დაზარალდა 1812 წლის მოსკოვის ხანძრის დროს. 1914 წელს იგი აღადგინეს. 1895 წელს ეკლესია ნაწილობრივ გადააკეთეს არქიტექტორ ნიკოლაი როზოვის პროექტის მიხედვით.
მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა პერიოდში კვართის ეკლესია არ დახურულა, შენობიდან დაიტაცეს ძვირფასეულობა. 1930-იან წლებში მეზობელი დახურული ეკლესიებიდან აქ გადაიტანეს ძვირფასი ხატები. საინტერესო ისტორიაა დაკავშირებული მის დახურვასთან. ტაძრის დახურვა გადაწყვიტეს 1941 წლის 22 ივნისს, სწორედ ამ დღეს დაიწყო დიდი სამამულო ომი. ომის დროს ამ ტაძარში გროვდებოდა არმიისათვის შემოწირულობა. კვართის ეკლესიამ მიიღო კიდეც მადლობის წერილი, რომელსაც ხელს აწერდა თვით იოსებ სტალინი.
1999 წლის 3 აგვისტოს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ ალექსი II-ის ლოცვა-კურთხევით ტაძარში გადაასვენეს რომან მედვედი.
გალერეა
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Официальный сайт храм Покрова Пресвятой Богородицы на Лыщиковой горе
- История Покровского храма на pravoslavie.ru
- История Покровского храма ЖУРНАЛ МОСКОВСКОЙ ПАТРИАРХИИ[მკვდარი ბმული]
- Покровский храм на patriarchia.ru დაარქივებული 2016-10-16 საიტზე Wayback Machine.
- История Таганского холма Русское Воскресение დაარქივებული 2021-01-24 საიტზე Wayback Machine.
- Покровский храм на russian-church.ru
- Покровский храм на sobory.ru
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Памятники архитектуры Москвы. Земляной город. — М.: Искусство, 1989. — С. 290.
- ↑ История Таганского холма Русское Воскресение. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-24. ციტირების თარიღი: 2018-04-11.
- ↑ История Покровского храма на pravoslavie.ru
- ↑ История Покровского храма ЖУРНАЛ МОСКОВСКОЙ ПАТРИАРХИИ[მკვდარი ბმული]
- ↑ Прогулки по Москве — Николоямская улица. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-08-23. ციტირების თარიღი: 2018-04-11.