მოსკოვის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი (პეჩატნიკი)
მოსკოვის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი (რუს. Храм Успения Пресвятой Богородицы) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ეკლესია დაარსებულია XVII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის ტერიტორიაზე. ტაძარს აქვს არქიტექტურული ძეგლის სტატუსი[1].
მოსკოვის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 55°46′01″ ჩ. გ. 37°37′51″ ა. გ. / 55.76694° ჩ. გ. 37.63083° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | მოსკოვი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული სტილი | მოსკოვური ბაროკო |
თარიღდება | XVII საუკუნე |
ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.
ისტორია
რედაქტირებახის ტაძარი ააგეს სრეტენის კარიბჭის წინ ბელი-გოროდში 1631 წელს. ადგილმა სახელწოდება პეჩატნიკი მიიღო სიტყვისაგან „Печатник“ - მბეჭდავი, რადგან აქ ცხოვრობდნენ მბეჭდავები.
ისტორიული წყაროები ვერ შეჯერებულან ეკლესიის პირველი მოხსენიების თარიღზე. ერთ-ერთის თანახმად ეკლესია პირველად მოხსენიებულია 1625 წელს[2], მეორე ვერსიით 1631 წელს[3]. 1659 წელს ხის ეკლესია გადააკეთეს, მაგრამ კვლავ ხის მასალით. ამ თარიღსაც მიიჩნევენ ტაძრის დაარსების თარიღად. ქვის ტაძარი ააგეს 1695 წელს მოსკოვური ბაროკოს სტილში[3]. ამ ტაძრის აშენების თარიღი განსაზღვრულია ტაძარზე არსებული წარწერით[3]
1725 წლის ბოლოს ეკლესიის მრევლმა სინოდს გადასცა თხოვნა ცივ ტაძარში თბილი ეგვტერის მშენებლობის შესახებ. ამავე წლის 17 დეკემბერს მიიღეს გადაწყვეტილება. 1727 წლის 3 ოქტომბერს ააშენეს თბილი ეგვტერი სატრაპეზოს მარჯვენა მხარეზე, ხოლო 18 ოქტომბერს აკურთხეს იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღის სახელზე[2]. 1763 წელს სატრაპეზოს მეორე მხარეზე მიაშენეს მეორე ეგვტერი მირონ-ლუკიის ეპისკოპოსის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე. 1775 წელს სამხრეთის ფასადთან მიაშენეს სამლოცველო. 1795 წელს ეკლესია მოხატეს. 1812 წელს ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი გაძარცვეს და გადაწვეს ნაპოლეონის ფრანგმა ჯარისკაცებმა. დაიწვა ტაძრის მსახურთა სახლი და ყველა საეკლესიო ნაგებობა. 1813 წელს ტაძრისათვის გააკეთეს და აკურთხეს კანკელი. 1897-1902 წლებში სატრაპეზო და სამლოცველო მთლიანად გადააკეთეს მიხაილ ალადინის პროექტის მიხედვით.
საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ტაძარი მოქმედებდა 1938 წლამდე. მისი უკანასკნელი წინამძღვარი დაპატიმრებამდე იყო ობნოვლენცების მიტროპოლიტი ტიხონი (პოპოვი). დახურვის შემდეგ ეკლესიას მოხსნეს ჯვარი, მოანგრიეს გალავანი, შიდა ხედი სრულიად გადაგეგმეს. შენობა გადაეცა არტიკპროექტის ტრესტს, 1950 წლიდან შენობაში განთავსებული იყო მუზეუმი „საბჭოთა არქტიკა“, 1960 წლიდან საბჭოთა კავშირის საზღვაო ფლოტის გამოფენა, რომელიც 1989 წელს გადაკეთდა მუზეუმად.
1991 წელს ტაძარი გადაეცა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. 1994 წელს იგი ხელახლა აკურთხეს. ტაძრის წინამძღვარი გახდა მამა გიორგი კოჩეტკოვი, რომელიც 1997 წლის 28 ივნისის კონფლიქტურ სიტუაციამდე იკავებდა ამ თანამდებობას. ამის შემდეგ წინამძღვარი გახდა დეკანოზი ოლეგ კლემიშევი, რომელიც დღესაც მსახურობს ტაძარში[4].
ტაძარში მოქმედებს საეკლესიო მაღაზია, ასევე საკვირაო სკოლა, რომელშიც მოსწავლეები სწავლობენ ლიტურგიკას, სეკლესიო ხელოვნების ისტორიას, მართლმადივებელი მოსკოვის ისტორიასა და საეკლესიო სლავურ ენას.
ლიტერატურა
რედაქტირება- Паламарчук П. Г. Москва в границах Садового кольца // Сорок сороков Краткая иллюстрированная история всех Московских храмов. — Москва: Астрель, 2004. — Т. 2. — С. 388—391. — 744 с. — 7000 экз. — ISBN 978-5-271-07711-1.
- Забелин И. Е. Материалы для истории, археологии и статистики города Москвы. — Москва: издательство Московской Городской думы, 1884. — Т. 1. — С. 677.
- П.Н. Шармин Церковь Успения Богородицы в Печатниках // Москва. Энциклопедический справочник : Москва. — Большая Российская Энциклопедия, 1992.
- Виноградов Н.П. Исторические сведения о церкви Успения пресвятые Богородицы, что в Печатниках, в Москве. — Типо-лит. И. Ефимова, 1902. — 24 с.
- Московские церковные ведомости. — 1980. — С. 21 с.
- Памятники архитектуры Москвы. Земляной город. — 1989. — С. 221 с.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Храм Успения Пресвятой Богородицы в Печатниках
- Храм Успения Пресвятой Богородицы в Печатниках
- Патриарх Кирилл совершил чин великого освящения храма Успения Божией Матери в Печатниках
- Отец Олег. У православных свой женский день (интервью)
- Сегодня 10 лет начала гонений на общину храма Успения Пресвятой Богородицы в Печатниках
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Памятники архитектуры Москвы, состоящие под государственной охраной. — Москва, 1980. — С. 22.
- ↑ 2.0 2.1 Забелин И. Е. Материалы для истории, археологии и статистики города Москвы. — Москва: издательство Московской Городской думы, 1884. — Т. 1. — С. 677.
- ↑ 3.0 3.1 3.2 Указатель московских церквей / сост. Александровский М.. — Москва: Русская Печатня, 1915. — 75 с.
- ↑ Указ Патриарха Московского и всея Руси Алексия II, изданный в связи с завершением работы комиссии по расследованию инцидента в московском храме Успения в Печатниках. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-24. ციტირების თარიღი: 2018-05-02.