მოსკოვის ღვთისმშობლის კვართის ტაძარი (ფილიევსკი-პარკი)

მოსკოვის ღვთისმშობლის კვართის ტაძარი (რუს. Храм Покрова Богородицы) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ეკლესია დაარსებულია XVII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის დასავლეთის ადმინისტრაციული ოლქის ფილიევსკი-პარკის რაიონში. აგებულია 1690-1694 წლებში. ტაძრის შენობა ეკუთვნის ე. წ. მოსკოვის (ნარიშკინების) ბაროკოს სტილს.

მოსკოვის ღვთისმშობლის კვართის ტაძარი
მოსკოვის ღვთისმშობლის კვართის ტაძარი (ფილიევსკი-პარკი) — რუსეთი
მოსკოვის ღვთისმშობლის კვართის ტაძარი (ფილიევსკი-პარკი)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°45′03″ ჩ. გ. 37°30′36″ ა. გ. / 55.75083° ჩ. გ. 37.51000° ა. გ. / 55.75083; 37.51000
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7710526000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ნარიშკინების სტილი
თარიღდება 1690-1694

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ტაძრის ამჟამინდელი ნაგებობა აგებულია 1690-1694 წლებში ლევ ნარიშკინის ფინანსებით. ადრე ტაძრის ტერიტორიაზე მდგარა ამავე სახელწოდების ხის ტაძარი, რომელიც 1619 წელს აუგიათ, როვესაც სოფელი ეკუთვნოდათ მილოსლავსკებს.

დოკუმენტი ტაძრის პროექტის ავტორის შესახებ არ შემონახულა, თუმცა ტაძრის ფორმების გათვალისწინებთ, ვარაუდობენ, რომ ტაძრის ავტორი უნდა იყოს ხუროთმოძღვარი იაკობ ბუხვოსტოვი. თუმცა ტაძრის სტილისტური ნიშნები მნიშვნელოვნად განსხვავდება ბუხვოტოვის ავთენტური ნამუშევრებიდან, მაგრამ ისინი აშკარად მსგავსებას აჩვენებენ არქიტექტორ პიტერ პოპოპოვის ნამუშევრებთან, რომელიც მოსკოვის ნოვოდევიჩის მონასტრისა და პოკროვკაში მიძინების ეკლესიის ავტორია.

თავად მოსკოვის ცენტრში, მანეჟის მოედნისა და რომანოვის შესახვევს შორის დგას ღვთისმშობლის ხატის, ზეციური სასწაულის ეკლესია, რომელიც ძალიან ჰგავს ფილიევსკი-პარკის ღვთისმშობლის კვართის ტაძარს. ეს ორი ტაძარი უსტყვოდ ერთი და იგივე ავტორის ქმნილება უნდა იყოს.

ფილიევსკი-პარკის ღვთისმშობლის კვართის ტაძარი ხუთიარუსიანი ცენტრალური ტაძარია. პირველ სართულზე განთავსებულია ზამთრის თბილი ღვთისმშობლის კვართის ტაძარი. მის ზემოთ მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ტაძარია, რომელიც მიეძღვნა ლ. ნარიშკინას გადარჩენას სტრელცების აჯანყების პერიოდში.

მოგვიანებით ეკლესიის გარშემო მოაწყვეს რეგულარული პარკი. განაშენიანების ავტორი იყო კარპ ზოლოტარიოვი.

ქვედა ტაძრის თავდაპირველი სახე არ არის შემონახული, რადგან ნაპოლეონის ჯარისკაცებმა თავდასხმის დროს აქ თავლა მოაწყვეს.

1941 წლის ივლისში ეკლესია დახურეს, უკანასკნელი ღვთისმსახურება აქ აღევლინა 12 ივლისს. 1943 წლამდე ქვედა ტაძარში მოქმედებდა ლაზარეთი, შემვეგ 1963 წლამვე ქაღალდის სტამბა. 1955 წელს დაიწყო და 1980-იან წლებში დასრულდა ეკლესიის სარესტავრაციო სამუშაოები. 1971 წელს ეკელსია გადაეცა ანდრეი რუბლიოვის სახელობის ძველი რუსული ხელოვნებისა და კულტურის მუზეუმს. მუზეუმის ფილიალი გაიხსნა 1980 წლის ოლიმპიადისათვის.

2017 წელს ტაძარი სრულიად გადაეცა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Церковь Покрова в Филях: Путеводитель / На рус. и англ. яз.; Авторы-составители: Н. Гордеева, Л. Тарасенко; Перевод Е. Поляченко; Оформление художника В. Мостинской. — М.: Изобразительное искусство, 1980. — 32 с. — 200 000 экз. (обл.)
  • Москва: Энциклопедия / Глав. ред. А. Л. Нарочницкий. — М.: Советская энциклопедия, 1980. — 688 с., ил. — 200 000 экз.
  • Борис Михайлов «Храм в Филях. История прихода и храма Покрова Пресвятой Богородицы в Филях XVII—XX века» 2002 г.
  • А. Ю. Низовский. Самые знаменитые монастыри и храмы России. 2001 г. ISBN 5-7838-0578-5

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება