მოსკოვის ღვთისმშობლის კვართის ტაძარი (კრასნოე-სელო)
მოსკოვის ღვთისმშობლის კვართის ტაძარი (რუს. Храм Покрова Богородицы) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ეკლესია დაარსებულია XVII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის ბასმანის რაიონში. აგებულია 1701 წელს.
მოსკოვის ღვთისმშობლის კვართის ტაძარი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 55°46′38″ ჩ. გ. 37°40′08″ ა. გ. / 55.77722° ჩ. გ. 37.66889° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | მოსკოვი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული სტილი | ამპირი |
თარიღდება | 1701 |
ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ღვთისმშობლის კვართის სახელზე. ეგვტერები კი ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღის სახელზე.
ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.
ისტორია
რედაქტირებაღვთისმშობლის კვართის ტაძარი ააგეს კრასნოე-სელოში, ერთ-ერთ უძველეს მოსკოვის მიმდებარე დასახლებაში, რომელიც უკვე არსებობდა XII-XIII საუკუნეებში. პირველი ისტორიული წყარო კრასნოე-სელოს შესახებ თარიღდება 1480 წლით. XVIII საუკუნის შუა წლებში სოფელი ქალაქის შემადგენლობაში ექცევა და ხდება მოსკოვის გარეუბანი.
თანამედროვე კრსნოე-სელოს ქუჩა დასახლდა XVII საუკუნეში. ხის კვართის ეკლესია მოიხსენიება 1620 წლიდან, ხოლო ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეგვტერი მოიხსენიება 1697 წლიდან.
1701 წელს ააგეს ახალი ქვის ტაძარი, რომელსაც 1730 წელს მარცხნიდან მიაშენეს ეგვტერი იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღის სახელზე. 1751 წელს კი ააშენეს სამრეკლო და სატრაპეზო. განახლებული ღვთისმშობლის კვართის ტაძარი აკურთხეს 1751 წლის 25 აგვისტოს.
1812 წლის მოსკოვის ხანძრის დროს ტაძარი არ დაზარალებულა. დროთა განმავლობაში ეკლესიის კედლები დაძველდა და 1838 წელს საპატიო მოქალაქის გავრილ ურუსოვისა და ევდოკია მალიუტინაიას ფინანსებით დაიწყო მისი განახლება. ტაძარმა მიიღო რამდენიმეგუმბათიანი სახე, ფასადი შეამკეს ამპირის სტილში, განაახლეს ინტერიერი და ბრწყინვალე მთავარი კანკელი. ტაძრის უკანასკნელი განახლება მოხდა 1902-1904 წლებში[1].
1931 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ გამოსცა ტაძრის დახურვსა და დანგრევის რეზოლუცია, რადგან იგი ძალიან ახლოს იყო საპროექტო ობიექტთან და ხელს უშლიდა ფეხით მოსიარულეებს. ადგილობრივმა და ახლოს მცხოვრებმა მორწმუნეებმა ქალაქის საბჭოში უამრავი წერილი გააგზავნეს თხოვნით, არ დახურულიყო ტაძარი, მაგრამ 1934 წელს ეკლესია დახურეს და ნაწილობრივ დაანგრიეს. მოარღვიეს გალავანი, აფსიდი, გუმბათი და სამრეკლო. გადაკეთებული ტაძრის შენობაში დიდი ხნის განმავლობაში განთავსებული იყო სხვადასხვა ორგანიზაციები. 1966 წლიდან კინო-ელექტომექანიკური აპარატურის ქარხანა, 1980-1990 წლებში მძიმე მრეწველობის სამინისტროს ცენტრალური საკონსტრუქტორო ბიურო, რომელიც სათამაშოებს აწარმოებდა.
1996 წელს ნახევრადდანგრეული ტაძარი გადაეცა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. 1997 წელს აღდგენითი სამუშაოების დაწყებასთან ერთად აღდგა ღვთისმსახურება. 2002 წლისათვის დასრულდა სამუშაოების დიდი ნაწილი.
გალერეა
რედაქტირება-
კვართის ტაძარი
-
კვართის ტაძარი
-
კვართის ტაძარი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Официальный сайт храма Покрова Пресвятой Богородицы в Красном селе
- История Покровского храма на pokrovahram.narod.ru
- Покровский храм на russian-church.ru
- Покровский храм на sobory.ru