მოსკოვის ღვთისმშობლის კვართის ტაძარი (იზმაილოვო)
მოსკოვის ღვთისმშობლის კვართის ტაძარი (რუს. Храм Покрова Богородицы) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ეკლესია დაარსებულია XVII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის აღმოსავლეთის ადმინისტრაციული ოლქის იზმაილოვოს რაიონში. აგებულია 1671-1679 წლებში.
მოსკოვის ღვთისმშობლის კვართის ტაძარი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 55°47′28″ ჩ. გ. 37°45′53″ ა. გ. / 55.79111° ჩ. გ. 37.76472° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | მოსკოვი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | 1671-1679 |
ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ღვთისმშობლის კვართის სახელზე.
ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.
ისტორია
რედაქტირებაღვთისმშობლის კვართის ტაძრის ადგილზე ჯერ კიდევ XV-XVI საუკუნეებში იდგა ხის ტაძარი. სავარაუდოდ, იგი დაიწვა ყირიმის ხანის დევლეთ I გირეის თავდასხმის დროს[1]. ახალი ხის ტაძარი ააგო ბოიარინმა ნიკიტა რომანოვმა 1610-იანი წლების დასასრულს და 1620-იანი წლების დასაწყისში[2].
ქვისგან აგებული ღვთისმშობლის კვართის ეკლესია შენდებოდა სამეფო მამულში, იზმაილოვოში მეფეების ალექსი მიხეილის ძისა და თევდორე ალექსის ძის მეფობის პერიოდში. ტაძარი ააშენეს კოსტრომელმა ხელოსნებმა, ძმებმა მედვედევებმა. ტაძრის კურთხევა შედგა 1679 წელს პატრიარქ იოაკიმეს ხელმძღვანელობითა და მეფე თედორე III-ის მონაწილეობით. სამნავიანი ნაგებობა აგებული იყო აგურისაგან. ცენტრალური გუმბათის დიამეტრი 8,5 მეტრი იყო.
1812 წლის ფრანგთა თავდასხმის შემდეგ ტაძარი ძლიერ დაზარალდა. ამავე წელს ტაძართან ააგეს სათნოების სახლი სამამულო ომის ინვალიდებისათვის. 1840 წელს გაარემონტეს კანკელი. 1854-1922 წლებში იზმაილოვოს ტაძარში ინახებოდა იერუსალიმის ხატი.
საბჭოთა პერიოდში, 1918 წელს, ტაძარი დახურეს სათნოების სახლთან ერთად. 1928 წლიდან ტაძრის შენობაში განათავსეს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის არქივი, რამდენიმე ძვირფასი ხატი დაიკარგა. შემდეგ ეკლესიის შენობაში განთავსეს ხილის საწყობი, კანკელის კონსტრუქცია განადგურდა, შედარებით დიდ ხატებს იყენებდნენ ხილის დასაწყობად. 1970-1980 წლებში ტაძარში განთავსებული იყო „ინფორმელექტროს“ საწყობი, შემდეგ კი ინტერიერის რესტავრაციია მოხდა და მას გამოიყენებდნენ, როგორც საკონცერტო დარბაზს.
ტაძარი კვლავ ამოქმედდა 1990-იან წლებში და დააბრუნეს საბჭოთა პერიოდს გადარჩენილი ხატები. 2001-2002 წლებში დააყენეს ახალი კანკელი. ტაძრის წინამძღვარია ვლადიმირ (ბუშუევი).
გალერეა
რედაქტირება
-
კვართის ტაძარი
-
კვართის ტაძარი
-
კვართის ტაძარი
ლიტერატურა
რედაქტირება- Памятники архитектуры Москвы, состоящие под государственной охраной. — Москва, 1980.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Официальный сайт храма Покрова Пресвятой Богородицы в Измайлове
- История храма на hramy.ru
- Покровский храм на russian-church.ru
- Покровский храм на sobory.ru
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Топычканов А. В. Некрополь села Измайлова. Документы и надгробия // Русское средневековое надгробие, XIII–XVII века: материалы к своду. — М.: Наука, 2006. — С. 175-179. — ISBN 5-02-010355-1.
- ↑ Топычканов А. В. Трехшатровая церковь Покрова в Измайлове — малоизвестный памятник деревянного зодчества рубежа 1610–1620-х годов // Образ христианского храма: Сборник статей по древнерусскому искусству в честь юбилея А.Л. Баталова. — М.: Арткитчен, 2015. — С. 465–476. — ISBN 978-5-905993-09-1.