მოსკოვის სამების ტაძარი (საბავშვო საავადმყოფო)

მოსკოვის სამების ტაძარი (რუს. Храм Живоначальной Троицы) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ეკლესია დაარსებულია XIX საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის აღმოსავლეთის ადმინისტრაციული ოლქის სოკოლნიკის რაიონში. ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობდა 1881-1883 წლებში.

მოსკოვის სამების ტაძარი
მოსკოვის სამების ტაძარი (საბავშვო საავადმყოფო) — რუსეთი
მოსკოვის სამების ტაძარი (საბავშვო საავადმყოფო)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°47′15″ ჩ. გ. 37°41′43″ ა. გ. / 55.78750° ჩ. გ. 37.69528° ა. გ. / 55.78750; 37.69528
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7730456001
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XIX საუკუნე

ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია სამების სახელზე.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას. ტაძარი არის წმინდა ვლადიმირის სახელობის ბავშვთა საქალაქო კლინიკური საავადმყოფოს კარის ეკლესია.

წმინდა ვლადიმირის სახელობის ბავშვთა საქალაქო კლინიკური საავადმყოფო დააარსა პვავლე დერვიზმა 1872 წელს. საავადმყოფოს გახსნა გაიმართა 1876 წელს. საავადმყოფომ მიიღო წმინდა ვლადიმირის, დერვიზის უფროსი შვილის მფარველი ანგელოზის, პატივისცემის ნიშნად. საავადმყოფოში ღარიბი ოჯახების შვილებისათვის მუდმივად იყო 100 ადგილი გამოყოფილი.

1881 წელს საავადმყოფოსთან დერვიზის ფინანსებით დაიწყეს ახალი ეკლესიის მშენებლობა წმინდა სამების სახელზე. 1883 წლის პირველ ივნისს ეკლესია აკურთხეს. იგი ააშენეს არქიტექტურის აკადემიკოს ალექსანდრე პოპოვის პროექტის მიხედვით XVII საუკუნის რუსული ეკლესიების სტილში. მის ქვემო ნაწილში განათავსეს დერვიზების საგვარეულო სასაფლაო. ეკლესიის მშენებლობა დაჯდა 225 000 რუბლი, ხოლო შიდა აღჭურვილობა 300 000 რუბლი. ინტერიერი მორთეს იტალიური მარმარილოს გამოყენებით და შვეიცარიული წითელი ხით. საეკლესიო ჭურჭელი დაამზადეს მხატვარ გრიმის ნახატების მიხედვით და ჩამოიტანეს ლუგანოდან.

1924 წლის 24 მაისს ყველა კარის ეკლესია, რომელიც საავადმყოფოსთან მდებარეობდა დაიხურა, მათ შორის წმინდა ვლადიმირის სახელობის ბავშვთა საქალაქო კლინიკური საავადმყოფო ეკლესიაც.

1994 წლის 15 აპრილს აღდგენილი მოსკოვის სამების ეკლესია კვლავ აკურთხეს. 1995 წელს მასში აღსდგა ღვთისმსახურება. ამჟამად ეკლესია ღიაა ყოველდღიურად, ღვთისმსახურება კი მიმდინარეობს კვირაობით და სადღესასწაულო დღეებში. ყოველ პარასკევს აღევლინება ლოცვა საავადმყოფოში მყოფი ბავშვების სახელზე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება