მოსკოვის სამების ტაძარი (ლისტა)
მოსკოვის სამების ტაძარი (რუს. Храм Живоначальной Троицы) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ეკლესია დაარსებულია XVII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის მეშჩანის რაიონში.
მოსკოვის სამების ტაძარი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 55°46′18″ ჩ. გ. 37°37′54″ ა. გ. / 55.77167° ჩ. გ. 37.63167° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | მოსკოვი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | XVII საუკუნე |
ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.
ისტორია
რედაქტირებახის ეკლესიის პირველი დოკუმენტალური მოხსენიება ამ ტერიტორიაზე მიეკუთვნება 1632 წელს. თავდაპირველად ეკლესია იყო სასაფლაოს ტერიტორიაზე, XVII საუკუნის შუა წლებიდან გახდა სტრელცების პოლკის ეკლესია, რომლებმაც ვასილი პეშეჩნიკოვის ინიციატივით დაიწყეს ახალი ეკლესიის მშენებლობა[1].
ქვის ეკლესიის მშენებლობის დაწყების ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის, მაგრამ უკვე 1657 წელს ხის ეკლესიის გვერდით უკვე მიმდინარეობს ქვის ეკლესიის მშენებლობა. ტაძრის კურთხევა შედგა 1661 წელს.
1667 წელს სტრელცების პოლკი ვასილი პეშეჩნიკოვის მეთაურობით გააგზავნეს ასტრახანში სტეფანე რაზინის აჯანყების ჩასახშობად. დაბრუნების შემვეგ მეფე ალექსი მიხეილის ძემ პოლკის მეთაურს გადასცა 150 000 აგური პოლკის ეკლესიის მშენებლობის დასასრულებლად[2].
1680 წელს ეკლესიას მიაშენეს სატრაპეზო და ეგვტერი ღვთისმშობლის კვართის სახელზე ჩიგირინის ლაშქრობის აღსანიშნავად. 1689 წელს შენობაში გაჩნდა ხანძარი, დაიბზარა გუმბათი[1].
1770 წელს დაშალეს მოძველებული სამრეკლო, ხოლო 1774 წელს სატრაპეზო და ეგვტერი. ახალი სატრაპეზო და ეგვტერი ააშენეს ამავე 1774 წელს, ხოლო გალავანი და სამრეკლო - 1788 წელს. ამის შემდეგ ტაძარი გახდა მოსკოვის ერთადერთი მონასტერი, რომელსაც სამრეკლო ჰქონდა აღმოსავლეთის მხარეს. 1773-1774 წლებში ვაჭარ პ. კოლოსოვის ფინანსებით ააგეს ახალი ეგვტერი კვლავ ღვთისმშობლის კვართის სახელზე. 1796 წელს ააშენეს ეგვტერი იოანე დამასკელის სახელზე. 1805 წელს ის აკურთხეს მოსკოვის მიტროპოლიტის ალექსის სახელზე. 1878 წელს გამოცვალეს კანკელი[1].
1930 წელს ტაძრის წინამძღვარი ვ. სტრახოვი დააკავეს და 1938 წელს დახვრიტეს. 1939 წელს ეკლესია საბჭოთა ხელისუფლებამ დახურა, მოანგრიეს გუმბათი და სატრაპეზოზე დაადგეს კიდევ ერთი სართული. თავდაპირველად შენობაში განათავსეს ტრამვაის დეპოს მუშათა საერთო საცხოვრებელი, შემდეგ მოქანდაკის სახელოსნო. 1957 წელს საბოლოოდ დაანგრიეს სამრეკლო[1].
1990 წელს ტაძარი დაუბრუნეს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. 1991 წელს იგი კვლავ აკურთხეს და დაიწყო რეგულარული ღვთისმსახურება. 1998 წელს კეთილმოაწყეს ტაძრის მიმდებარე ტერიტორია. 2004 წელს ააშენეს ახალი სამრეკლო. სამრეკლოზე დაკიდეს ათი ზარი.
ლიტერატურა
რედაქტირება- Паламарчук П. Г. Москва в границах Садового кольца // Сорок сороков Краткая иллюстрированная история всех Московских храмов. — Москва: Астрель, 2004. — Т. 2. — С. 393—396. — 744 с. — 7000 экз. — ISBN 978-5-271-07711-1.
- Забелин И. Е. Материалы для истории, археологии и статистики города Москвы. — Москва: издательство Московской Городской думы, 1884. — Т. 1. — С. 679.
- П.Н. Шармин Церковь Троицы в Листах // Москва. Энциклопедический справочник : Москва. — Большая Российская Энциклопедия, 1992.
- Москва, которая есть / Сост. А. Алексеев. — М.: Департамент культурного наследия г. Москвы, 2013. — С. 179. — 238 с.