მოსკოვის სამების ტაძარი (კონკოვო)

მოსკოვის სამების ტაძარი (რუს. Храм Живоначальной Троицы) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. მისამართი 117437, პროფკავშირის ქუჩა 116. ეკლესია დაარსებულია XVII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთის ადმინისტრაციული ოლქის კონკოვოს რაიონში. ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობდა 1690-1694 წლებში. ტაძარე აგებულია მოსკოვური (ნარიშკინების) ბაროკოს სტილში.

მოსკოვის სამების ტაძარი
მოსკოვის სამების ტაძარი (კონკოვო) — რუსეთი
მოსკოვის სამების ტაძარი (კონკოვო)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°38′17″ ჩ. გ. 37°31′09″ ა. გ. / 55.63806° ჩ. გ. 37.51917° ა. გ. / 55.63806; 37.51917
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7737710002
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ბაროკო
თარიღდება XVII საუკუნე

ტაძრის მთავარი საკურთხეველი აკურთხეს სამების სახელზე. ეგვტერები სერგი რადონეჟელისა და უფლის კვართის მდებარეობის სახელზე.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

მოსკოვის სამების ტაძარი აგებულია არქიტექტორ გავრილ ივანეს ძე გოლოვკინის (სხვა მონაცემებით ს. ტოლჩანოვის) პროექტის მიხედვით. მისი მშენებლობა მიმდინარეობდა 1690 წლიდან 1694 წლამდე და იგი იყო კარის ეკლესია. თავდაპირველად ტაძრის მთავარი საკურთხეველი აკურთხეს იღუმენ სერგი რადონეჟელის სახელზე, ხოლო ეგვტერები ქრისტეს კვართის მდებარეობისა და მოსკოვის მიტროპოლიტ ფილიპე განმანათლების სახელზე. 1808 წელს ტაძარს დააშენეს სამრეკლოს მეორე იარუსი და მიაშენეს სამრეკლო.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ეკლესია გარკვეული პერიოდი კიდევ მოქმედებდა და დახურეს 1939 წელს. ტაძარს მოხსნეს ჯვარი, მოანგრიეს ცენტრალური გუმბათი და გუმბათის ყელი, დაშალეს სამრეკლო, ჩამოხსნეს ზარები.

1990 წლისთვის ეკლესია უკვე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაშია და ამავე წელს აღსდგა ღვთისმსახურება. აღადგინეს გუმბათი და სამრეკლო.

ღვთისმსახურება მიმდინარეობს ყოველდღიურად დილის ლოცვები 8:00 საათზე, ხოლო კვირას და დღესასწაულის დღეებში 7:00 საათზე და 10:00 საათზე. ხოლო მწუხრის ღვთისმსახურება იწყება 17:00 საათზე.

1998 წლიდან დღემდე ტაძრის წინამძღვარია იღუმენი მაქსიმ რიჟოვი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება