მოსკოვის სამების ტაძარი (კარაჩაროვო)
მოსკოვის სამების ტაძარი (რუს. Храм Живоначальной Троицы) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ეკლესია დაარსებულია XVII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ადმინისტრაციული ოლქის ნიჟეგოროდის რაიონში. ტაძარს აქვს არქიტექტურის ძეგლის სტატუსი[1].
მოსკოვის სამების ტაძარი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 55°43′53″ ჩ. გ. 37°43′56″ ა. გ. / 55.73139° ჩ. გ. 37.73222° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | მოსკოვი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | XVIII საუკუნე |
ტაძრის მთავარი საკურთხეველი აკურთხეს სამების სახელზე. ეგვტერები ღვთისმშობლის ხატის „ზეციური სასწაულისა“ დანიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე.
ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.
ისტორია
რედაქტირებატაძარმა სახელწოდება მიიღო ყოფილ სოფელ კარაჩაროვოდან, რომელიც ცნობილია XVI საუკუნიდან, სოფელმა კი თავის მხრივ სახელი მიიღო მისი პირველი მფლობელების გვარის მიხედვით. სოფლის მფლობელები იყვნენ თავადი კარაჩაროვები. არეულობის ხანის შემდეგ სოფელი მიატოვეს და მიწის მფლობელი გახდა ვ. ი. სტრეშნევი. სოფელი კვლავ დასახლებული გახდა. სოფლის ტერიტორიაზე ამ პერიოდში ააშენეს ორი კოშკური ეკლესია სამი მამამთავრის სახელზე და ღვთისმშობლის ხატის „ზეციური სასწაულის“ სახელზე. 1661 წელს კარაჩაროვოს მიწის მფლობელი გახდა ანდრონიკოვის მონასტერი. 1774 წელს ღვთისმშობლის ხატის ეკლესიის ადგილზე ააგეს ქვის ეკლესია, მაგრამ მთავარი საკურთხეველი ახლა უკვე აკურთხეს ყოვლადწმინდა სამების სახელზე. სამი მამამთავრის სახელობის ეკლესია 1773 წლისათვის უკვე აღარ მოქმედებდა. 1782 წელს ტაძარს მიაშენეს ეგვტერი ღვთისმშობლის ხატის „ზეციური სასწაულის“ სახელზე. ეკლესია განაახლეს და გადაკეთეს 1904-1905 წლებში.
1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ეკლესია დახურეს. ეკლესიას მოხსნეს გუმბათი, დაშალეს სამრეკლო. ტაძრის შენობაში განათავსეს ექსპერიმენტლურ-მექანიკური საამქრო. საამქრო 1978 წელს უკვე აღარ მუშაობდა, ტაძრის შენობა მიატოვეს და ნელ-ნელა იშლებოდა. 1980 წელს ტაძრის შენობაში განათავსეს მოქანდაკის სახელოსნო, რამაც გამოიწვია შენობის ინტერიერის რემონტი. ტაძარი რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას დაუბრუნდა 1992 წელს.
ლიტერატურა
რედაქტირება- Паламарчук П. Г. Окраины Москвы. Инославие // Сорок сороков Краткая иллюстрированная история всех Московских храмов. — Москва: Астраль, 2004. — Т. 4. — С. 316 — 318. — 696 с. — 7000 экз. — ISBN 978-5-271-07711-X.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Решение Президиума Моссовета от 30.07.1992 № 84 «О ПАМЯТНИКАХ ИСТОРИИ И КУЛЬТУРЫ Г. МОСКВЫ»