მოსკოვის სამების ტაძარი (ვორონცოვო)

მოსკოვის სამების ტაძარი (რუს. Храм Живоначальной Троицы) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ეკლესია დაარსებულია XIX საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთის ადმინისტრაციული ოლქის ობრუჩევის რაიონში. ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობდა 1807 წელს.

მოსკოვის სამების ტაძარი
მოსკოვის სამების ტაძარი (ვორონცოვო) — რუსეთი
მოსკოვის სამების ტაძარი (ვორონცოვო)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°40′04″ ჩ. გ. 37°32′26″ ა. გ. / 55.66778° ჩ. გ. 37.54056° ა. გ. / 55.66778; 37.54056
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7736196009
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ბაროკო
თარიღდება 1807

ტაძრის მთავარი საკურთხეველი აკურთხეს სამების სახელზე. ეგვტერები სერგი რადონეჟელისა და ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ტაძართან მოქმედებს საკვირაო სკოლა. ტაძართან დგას ჯვარი ჩერნობილის ავარიის მსხვერპლთა პატივსაცემად.

სამების ეკლესიის შენობა ყველაზე ძველი ნაგებობაა ვორონცოვოს მამულში. იგი აგებულია XVIII საუკუნეში. 1920-იანი წლების მკვლევარები ვარაუდობენ, რომ იგი აგებულია 1807 წელს. 1990-იანი წლების რესტავრაციამ გამოარკვია, რომ მთელი არსებული შენობის ნაწილი აგებულია ერთ-პერიოდში. თავდაპირველად შენობა იყო საზამთრო, ხოლო თავად მამული კი სააფხულო რეზიდენცია. ფორმების მიხედვით იგი მთლიანად XVIII საუკუნის ტრადიციული საპარკო ნაგებობების არიტექტურის რიგს განეკუთვნება, არატრადიციულია მხოლოდ თაღოვანი დასავლეთის შესასვლელი, რომელიც არის ტაძრის მთავარი შესასვლელი.

შენობა 1807 წლამდე სამრევლო ეკლესიის ფუნქციით მოქმედებდა. 1838 წელს ტაძარს მიაშენეს ორიარუსიანი სამრეკლო (სავარაუდოდ მანამდე არსებულის ადგილზე).

საბჭოთა ხელისუფლებამ ტაძარი დახურა 1928 წელს. სამრეკლო დაანგრიეს, ტაძრის გარშემო არსებული სასაფლაო გაანადგურეს და მის ადგილზე გააშენეს პარკი. 1980-იან წლებში ტაძარი ნანგრევებად იქცა, მთლიანად დაიშალა გუმბათი და ფასადი.

რესტავრაციის შედეგად, რომელიც 1990 წლის ზამთარში დაიწყო, მოხდა ეკლესიის აღორძინება. ღვთისმსახურება განახლდა 1990 წლის 23 მაისს, ხოლო ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ პირველი საღვთო ლიტურგია ჩატარდა 1991 წლის 1 ოქტომბერს.

ტაძართან ამჟამად მოქმედებს საკვირაო სკოლა ბავშვებისათვის, სადაც პედაგოგები ასწავლიან საღვთო სჯულს, ეკლესიის ისტორიას, საეკლესიო სიმღერას, მართლმადიდებლურ არქიტექტურას და ხატვას. 2007 წლის აგვისტოდან ეკლესიის წინამძღვარია ტიმოფეი ბოიკო. ტაძრის სიწმინდეს წარმოადგენს მატრონა მოსკოველის სხეულის წმინდა ნაწილები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Вайнтрауб Л. Р. Храм Святой и Живоначальной Троицы в Воронцове: 1807—1997. М., 1999. — 56 с.
  • Коробко М. Ю. Воронцово // Усадебное ожерелье Юго-Запада Москвы, [1-изд]. М., 1996.С. 71-83.; [2-е изд стереотипное]. М., 1997.
  • Коробко М. Ю. Воронцово // Усадебное ожерелье Юго-Запада Москвы. [3-изд., испр.] М.-СПб., 1997.
  • Коробко М. Ю. Москва усадебная. Путеводитель М., 2005. С. 63-88.
  • Коробко М. Ю. Рысин Л. П., Насимович Ю. А. Воронцово. М., 1997.
  • Саванина В. Восстановлен храм Троицы Живоначальной в Воронцове // Сестры и братья. (Москва. Больничный храм во имя св. блгв. царевича Димитрия.) 1996. № 5. С. 75—78.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება