მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი (ზაიაიცკო)
მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი (რუს. Храм Николая Чудотворца) — მართლმადიდებლური ტაძარი-მუზეუმი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XVIII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის ზამოსკვორეჩიეს რაიონში.
მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 55°44′49″ ჩ. გ. 37°38′07″ ა. გ. / 55.74694° ჩ. გ. 37.63528° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | მოსკოვი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული სტილი | ბაროკო |
თარიღდება | XVIII საუკუნე |
ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე, ეგვტერები კი ქრისტეს ფერისცვალებისა და სერგი რადონეჟელის სახელზე.
ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.
ისტორია
რედაქტირებატაძარი ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება 1518 წელს, ნაგებობა ამ პერიოდისათვის იყო ხის. ქვის ტაძარი ხის ტაძრის ნაცვლად ააგეს 1652 წელს[1]. დროთა განმავლობაში ტაძარი ძალიან მოძველდა და 1741 წელს ვაჭრების მოსკვინებისა და ტურჩანოვების ფინანსებით დაიწყო ახალი ქვის ტაძრის მშენებლობა. 1743 წელს ჯერ კიდევ დაუსრულებელი შენობა ჩამოინგრა. სამუშაოები გაგრძელდა 1751 წლიდან, სავარაუდოდ დიმიტრი უხტომსკის პროექტის მიხედვით. ძირითადი სამუშაოები დასრულდა 1754 წელს და 24 ოქტომბერს ფილიმონმა, საქართველოს ეპისკოპოსმა აკურთხა მარჯვენა ეგვტერი ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე. 1755 წლის 31 ივლისს აკურთხეს მარცხენა ეგვტერი სერგი რადონეჟელის სახელზე. მთავარი, ფერისცვალების საკურთხეველი აკურთხეს 1759 წლის 22 აგვისტოს, ეკლესიის ინტერიერის სამუშაოების დასრულების შემდეგ.
1812 წლის ხანძარი არ შეხებია ეკლესიას, მაგრამ შენობა გაძარცვეს ნაპოლეონის ჯარისკაცებმა. მრევლის შემოწირულობების საფუძველზე დაკარგული ჭურჭელი ახლით ჩაანაცვლეს.
1932 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ეკლესია დახურა და მის შენობაში განათავსეს „მოსენერგო“, ააგეს სატრანსფორმატორო საამქრო და ელექტროსარემონტო სასახური[2]. 1939 წელს დაგეგმეს ეკლესიის დანგრევა, თუმცა მხოლოდ გუმბათის და სამრეკლოს ზედა იარუსების დემონტაჟით შემოიფარგლენ.
1950-იანი წლების შუა პერიოდში ჩაუტარეს კოსმეტიკური რემონტი. ტაძარი მორწმუნეებს დაუბრუნდათ 1996 წელს, რის შემდეგაც ეკლესიაში მიმდინარეობს სარესტავრაციო სამუშაოები.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Церковь Николая Чудотворца, что в Заяицком. temples.ru.
- ↑ Святителя Николая Чудотворца (Спаса Преображения) церковь. russian-church.ru.