მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია (ტროეკუროვო)

მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია (რუს. Церковь Николая Чудотворца) — მართლმადიდებლური ეკლესია მოსკოვში. ეკლესია დაარსებულია XVII საუკუნის ბოლოს. მდებარეობს ყოფილ სოფელ ტროეკუროვოში, ამჟამად მოსკოვის დასავლეთის ადმინისტრაციული ოლქის ოჩაკოვო-მატვეევის რაიონი. ტაძართან ახლოს მდებარეობს ტრეოკუროვოს სასაფლაოს მთავარი შესასვლელი, თუმცა ტაძარი არ დგას სასაფლაოს ტერიტორიაზე.

მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია
მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია (ტროეკუროვო) — რუსეთი
მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია (ტროეკუროვო)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°42′10″ ჩ. გ. 37°24′40″ ა. გ. / 55.70278° ჩ. გ. 37.41111° ა. გ. / 55.70278; 37.41111
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7736693000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი მოსკოვური ბაროკო
თარიღდება XVII საუკუნე

ეკლესია აგებულია 1699-1706 წლებში. მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე, ხოლო ეგვტერი მოსკოვის მიტროპოლიტ ალექსი ღვთისკაცის სახელზე.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

სოფელი ტროეკუროვო (ასევე ხოროშეოვო ან ნიკოლსკოე) ცნობილია XVI საუკუნიდან და სავარაუდოდ უკვე ამ პერიოდიდან მას თავისი ხის ეკლესია უკვე ჰქონდა, რომელიც ნაკურთხი იყო ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე. მას შემდეგ, რაც სოფელი გადავიდა გოდუნოვებიდან ტროეკუროვების მფლობელობაში, აქ XVII საუკუნის 40-იან წლებში ააშენეს ახალი ხის ეკლესია, რომელიც XVIII საუკუნის დასაწყისში შეცვალა დღეს არსებულმა ქვის შენობამ. ახალი ეკლესიის მშენებლობა გაგრძელდა 1699 წლიდან 1706 წლამდე. ეკლესია აგებულია მოსკოვური ბაროკოს სტილში, მაგრამ მისი არქიტექტორის ვინაობა უცნობია. მშენებლობის პარალელურად აგებული სამრეკლო 1745 წელს შეცვალა დღემდე შენახულმა სამიარუსიანმა კოშკმა.

XVIII საუკუნის შუა წლებიდან ტაძრის დახურვამდე, ანუ 1931 წლამდე, მის არქიტექტურას მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განუცდია. დახურვის შემდეგ ეკლესიის გუმბათი და სამრეკლო მოანგრიეს, ინტერიერის მორთულობა გაანადგურეს, ხოლო ყოფილი ტაძრის შენობაში ტყავის ქარხანა განათავსეს. დიდი სამამულო ომის შემდეგ პერიოდში ტაძრის შენობა ეკუთვნოდა ორგანიზაცია „Совэкспортфильм“-ს, რომელიც ეკლესიის შენობას საწყობად იყენებდა.

1991 წელს ტროეკუროვოს ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელობის ეკლესია დაუბრუნდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას და ერთი წლის შემდეგ აღსდგა ღვთისმსახურება. მოგვიანებით ტაძრის ექსტეიერი და სამრეკლო აღადგინეს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Храмы Москвы. Энциклопедия шедевров православия. Эксмо, Москва 2010. ISBN 978-5-699-36796-2
  • Москва. Все культурные и исторические памятники. Энциклопедия. Алгоритм, Эксмо, Москва 2009. ISBN 978-5-699-31434-8

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება