მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია (დერბენიოვსკი)

მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია (რუს. Церковь Николая Чудотворца) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ეკლესია დაარსებულია XVIII საუკუნის დასაწყისში. მდებარეობს ულანის შესახვევში № 11-ში. ეკლესიას აქვს რუსეთის ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[1].

მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია
მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია (დერბენიოვსკი) — რუსეთი
მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია (დერბენიოვსკი)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°46′06″ ჩ. გ. 37°38′16″ ა. გ. / 55.76833° ჩ. გ. 37.63778° ა. გ. / 55.76833; 37.63778
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7734660000
საიტი ოფიციალური ვებგვერდი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XVIII საუკუნე

ეკლესია აგებულია 1711-1715 წლებში. მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე, ხოლო ეგვტერები სერგი რადონეჟელისა და ღვთისმშობლის ხატის, ყოველთა მწუხარეთა სიხარულის სახელზე.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ცნობილია, რომ ხის ეკლესია სტრელცების სლობოდაში სწორედ იმ ადგილზე სადაც ამჟამად ეკლესია მდებარეობს, უკვე არსებობდა 1635 წელს. 1711-1715 წლებში მის ადგილზე დაიწყო შემცვლელი, ახალი ქვის ეკლესიის მშენებლობა, რომელიც დაგეგმარებაში არის ორსვეტიანი მართკუთხა ნაგებობა სამნაწილიანი აფსიდით და მცირე სატრაპეზოთი. ეკლესია არსებობის განმავლობაში არაერთხელ გადაუკეთებიათ. 1722 წელს სატრაპეზოს ჩრდილოეთის მხარეს დაამატეს სერგი რადონეჟელის ეგვტერი. ეკლესიის დასავლეთ ნაწილში კი 1791 წელს ააშენეს სამრეკლო. 1878 და 1894 წლებში არქიტექტორმა კონსტანტინე მიხეილის ძე ბიკოვსკიმ მთლიანად გადააკეთა სატრაპეზო. მასში სიმეტრიულად განათავსა ორი ეგვტერი, ჩრდილოეთისა დატოვეს სერგი რადონეჟელის სახელზე ნაკურთხი, ხოლო სამხრეთისა ღვთისმშობლის ხატის, ყოველთა მწუხარეთა სიხარულის სახელზე. სამრეკლოს კუთხეებში ააგეს ორი პატარა ოთახი. ეკლესიის ფასადი და აფსიდი რამდენჯერმე შეცვალეს ნაგებობის არსებობის მანძილზე.

1927 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ეკლესია დახურა, გუმბათი და სამრეკლოს ზედა ნაწილი მოანგრიეს, ისევე როგორც ფასადის დიდი ნაწილი, ასევე გაანადგურეს ინტერიერი. ეკლესიის მოცულობა გაიზარდა. ეკლესიის შენობა გამოიყენებოდა მოსკოვის ოლქის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გარაჟად.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეკლესია დაუბრუნდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. ღვთისმსახურება აღსდგა 1994 წელს. ეკლესიის შენობის აღდგენა კი დაიწყო 2000 წელს და კვლავ მიმდინარეობს. ამ პერიოდში აღადგინეს სატრაპეზო, ფასადის აგურის დეკორაცია, დაადგეს ახალი გუმბათი. გალესილობის მოხსნის შემდეგ აფსიდში და მთავარ დარბაზში აღმოაჩინეს ფანჯრის ფიგურული თამასები. აღმოჩენა შესაძლებელია გამოდგეს იმის მტკიცებულებად, რომ ეკლესია უფრო ადრეა აგებული. დანგრეული სამრეკლოს ადგილზე ააშენეს პატარა სამრეკლო.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Москва: Энциклопедия / Глав. ред. С. О. Шмидт; Сост.: М. И. Андреев, В. М. Карев. — М. : Большая российская энциклопедия, 1997. — 976 с. — 100 000 экз. — ISBN 5-85270-277-3.
  1. Церковь Николы в Дербеневском XVII в.. Департамент культурного наследия города Москвы. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-17. ციტირების თარიღი: 2015-05-27.