მოსკოვის ნათლისღების მონასტერი

მოსკოვის ნათლისღების მონასტერი (რუს. Богоявленский монастырь) — ყოფილი მამათა მართლმადიდებლური მონასტერი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XIV საუკუნეში.

მოსკოვის ნათლისღების მონასტერი
მოსკოვის ნათლისღების მონასტერი — რუსეთი
მოსკოვის ნათლისღების მონასტერი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°45′21″ ჩ. გ. 37°37′23″ ა. გ. / 55.75583° ჩ. გ. 37.62306° ა. გ. / 55.75583; 37.62306
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი უმოქმედო
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7710079000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XIV საუკუნე

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ნათლისღების მონასტერი ტრადიციულად ითვლება მოსკოვში უძველესად. საეკლესიო გადმოცემა მის დაარსებას მიაწერს მოსკოვის სამთავროს მმართველი დინასტიის ფუძემდებელს დანიელს. ამ თვალსაზრისს ეწინააღმდეგებიან დანილოვის მონასტერში.

საეკლესიო ლეგენდა მოგვითხობს, რომ ნათლისღების მონასტრის ერთ-ერთი იღუმენი იყო სტეფანე, სერგი რადონეჟელის უფროსი ძმა. ასევე მოგვითხობენ, რომ მომავალი მიტროპოლიტი ალექსი აქ აღკვეცეს ბერად. მონასტერს დიდი წონა ჰქონდა შუა საუკუნეების მოსკოვის ცხოვრებაში და მისი წინამძღვარი იყო პირველი, რომელიც ცნობილი გახდა, როგორც არქიმანდრიტი.

მონასტირ პირველი ქვის შენობა, ნათლისღების ტაძარი ააგეს XIV-XV საუკუნეების მიჯნაზე. ეკლესია ძლიერ დაზიანდა 1451 წელს ოქროს ურდოს პრინცის მაზოვშის ლაშრობის შედეგად, როდესაც დაიწვა მოსკოვის დიდი ნაწილი.

ვასილი III-ისა და ივანე III-ის მიერ აღდგენილი მონასტერი ძლიერ დაზიანდა 1547 წელს მოსკოვის დიდი ხანძრის დროს.

ასევე ძლიერ დაზარალდა ეკლესია არეულობის ხანაში, განსაკუთრებით 1611-1612 წლებში და პრაქტიკულად მიხეილ I რომანოვის ტახტზე ასვლისთანავე დაიწყო მონასტრის აღდგენა. 1624 წელს ააგეს ახალი ქვის ტაძარი.

1686 წლის ხანძრის შემდეგ შეიქმნა ნათლისღების მონასტრის ახალი ანსამბლი ე. წ. „ნარიშკინის ბაროკოს“ სტილში. 1692 წელს ახალი კელიების მშენებლობის შემდეგ პატრიარქ ადრიანეს ლოცვა-კურთხევით დაიწყო ახალი ტაძრის აღდგენა, რომელიც შემონახულია ჩვენს ეპოქამდე. სამშენებლო სამუშაოები დააფინანსეს დედოფალმა ნატალია ნარიშკინამ, ასევე თავადებმა მიხეილ დოლგორუკოვმა და მიხეილ გოლიცინმა.

ნათლისღების ტაძრის ქვედა ეკლესია აკურთხეს ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელზე 1693 წლის 29 დეკემბერს, ხოლო ზედა უფლის ნათლისღების სახელზე - 1696 წლის 26 იანვარს. ქვედა ეკლესიის ნაწილში შემონახულია 1624 წლის ნაგებობა. 1697 წელს აკურთხეს ეკვდერი მიტროპოლიტ ალექსი მოსკოველის სახელზე.

1737 წელს ეკლესია კვლავ სერიოზულად დაზარალდა ქალაქის ხანძრის შედეგად. სამონასტრო ნაგებობები აღადგინა არქიმანდრიტმა გერასიმემ. 1747 წელს ეკლესიას ახალი ჩრდილოეთის ეგვტერი აქვს წმინდა გიორგის სახელზე ნაკურთხი, ხოლო სამხრეთისა იაკობ ალფესის სახელზე. ააგეს ასევე სამრეკლოც.

1905-1906 წლებში სამონასტრო ხელისუფლებამ, საზოგადოების დიდი პროტესტის მიუხედავად, დაანგრია იოანე ნათლისმცემლის შობის კარიბჭის XVII საუკუნის ეკლესია, რათა მის ადგილზე აეგოთ საშემოსავლო სახლი.

1920-იანი წლების დასაწყისში მონასტერი დახურეს, გაანადგურეს თითქმის ყველა სამონასტრო ნაგებობა. მეორე მსოფლიო ომის დროს დაზიანდა გუმბათი, რომელიც აღადგინეს 1990-იან წლებში.

სამონასტრო ანსამბლიდან შემორჩა მხოლოდ მცირე ნაწილი, ორსართულიანი ნათლისღების ეკლესია, იღუმენისა და ძმათა კორპუსები. 1991 წელს მონასტრის ტერიტორია გადაეცა მოსკოვის საპატრიარქოს, წლის ბოლოს მასში აღსდგა ღვთისმსახურება. ხანგრძლივი რესტავრაციის შემდეგ ტაძარს დაუბრუნდა თავდაპირველი სახე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Беляев Л.А. Древние монастыри Москвы (конец XIII – начало XV вв.) по данным археологии: [Электронная версия на CD-диске]. 3-е доп. изд. — Москва: ИА РАН, 2010.
  • Топычканов А. В. Храм Богоявления Господня бывшего Богоявленского монастыря. — Москва: Православный приход храма Богоявления Господня бывшего Богоявленского монастыря, 2009. — С. 152. — ISBN 978-59901756-1-7.
  • Романюк С. К. Москва. Китай-город: Путеводитель.. — М.: АНО ИЦ «Москвоведение»; ОАО «Московские учебники», 2007. — 320 с. — (Новый московский путеводитель).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება