მოსკოვის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ტაძარი (სეტუნი)

მოსკოვის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ტაძარი (რუს. Храм Спаса Нерукотворного Образа) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ეკლესია დაარსებულია XVII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის დასავლეთის ადმინისტრაციული ოლქის მოჟაისკის რაიონში, კუნცევოს სასაფლაოზე. ტაძარს გააჩნია რეგიონალური მნიშვნელობის კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[1].

მოსკოვის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ტაძარი
მოსკოვის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ტაძარი (სეტუნი) — რუსეთი
მოსკოვის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ტაძარი (სეტუნი)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°42′35″ ჩ. გ. 37°25′10″ ა. გ. / 55.70972° ჩ. გ. 37.41944° ა. გ. / 55.70972; 37.41944
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7735479000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XVII საუკუნე

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ტაძარი ააგეს 1673-1676 წლებში მამულში, რომელსაც ეწოდებოდა სპასკოე-მანუხინო და რომელიც ეკუთვნოდა, ბოიარ არტამონ სერგის ძე მატვეევს. 1809 წელს ტაძარი გადააკეთეს, ააგეს სამრეკლო და სატრაპეზო. ასევე გ. ა. კირიანოვის ფინანსებით ააგეს საკურთხეველი წმინდა გრიგოლ დეკაპოლელის სახელზე. 1833 წელს მაცხოვრის ეკლესიის გარშემო ააგეს ქვის გალავანი, 1844 წლიდან ა. გ. დობროვოლსკაიას ფინანსებით დაიწყო ახალი ეგვტერის მშენებლობა სატრაპეზოში, წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე. ახალი ეგვტერი აკურთხეს 1850 წელს. 1905 წელს წარიმართა ეგვტერების რეკნსტრუქცია არქიტექტორ ვიაჩესლავ ფრანცის ძე ჟიგარდლოვიჩის პროექტის მიხედვით. 1941 წელს ტაძარი საბჭოთა ხელისუფლებამ დახურა.

1970-იან წლებში დაწყებული სარესტავრაციო სამუშაოების შემდეგ, 1989 წელს ღვთისმსახურება აღსდგა. 1996 წლის 16 ივლისს ტაძარი აკურთხა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა ალექსი II-მ.

ტაძრის საკურთხევლის გარეთ მდებარეობს მოსკოვის დამსახურებული მღვდლების განსასვენებელი. აქვეა 2009 წელს მოკლული დანიელ სისოევის განსასვენებელიც.

უახლოესი მეტროსადგურია კუნცევსკაია. მეტროსადგურიდან მაცხოვრის ეკლესიამდე დადის ავტობუსი ნომერი 610.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Церковь Спаса на Сетуни, 1676 г.. Реестр объектов культурного наследия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2015-08-07.