მოსკოვის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი (ტუშინო)

მოსკოვის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი (რუს. Храм Преображения Господня) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XIX საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის აღმოსავლეთის ადმინისტრაციული ოლქის პოკროვსკოე-სტეშნევოს რაიონში, ყოფილ სოფელ სპასის ტერიტორიაზე.

მოსკოვის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი
მოსკოვის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი (ტუშინო) — რუსეთი
მოსკოვის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი (ტუშინო)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°49′54″ ჩ. გ. 37°24′08″ ა. გ. / 55.83167° ჩ. გ. 37.40222° ა. გ. / 55.83167; 37.40222
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7735380000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XIX საუკუნე

ამჟამინდელი ეკლესია აგებულია 1886 წელს. ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია მაცხოვრის ფერისცვალების სახელზე. ეგვტერები კი სერგი რადონეჟელისა და ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი არის XIV საუკუნიდან ცნობილი სხოდნენის ფერისცვალების მონასტრის მემკვიდრე. XVIII საუკუნეში მონასტრის დახურვის შემდეგ მისი ტაძარი გადააკეთეს სამრევლო ეკლესიად. XIX საუკუნის ბოლოს არქიტექტორ ვლადისლავ გრუძინის პროექტის მიხედვით დაიწყო ახალი ტაძრის მშენებლობა, რომელიც დასრულდა 1886 წელს. 1888 წლის 13 აგვისტოს ტაძარი აკურთხა მოსკოვის მიტროპოლიტმა იოანიკემ[1].

საბჭოთა ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ეკლესია მცირე ხნის განმავლობაში კვლავ ფუნქციონირებდა. 1929 წელს ტაძრის წინამძღვარი ალექსანდრე ბურავცევი დააპატიმრეს სოფლის საბჭოსთვის გადასახადის გადაუხდელობის გამო. მას მიუსაჯეს ერთწლიანი პატიმრობა, თუმცა შეიწყალეს და განაჩენი შეუცვალეს. თუმცა ტაძრში აღარ დაუბრუნებიათ[2]. 1935[3] ან 1937[1] წელს ტაძარი დახურეს. 1937 წლის 11 დეკემბერს ტაძრის ყოფილი წინამძღვარი ალექსანდრე ბურავცევი დააპატიმრეს, ამავე წლის 22 დეკემბერს „სამეულის“ გავაწყვეტილებით დახვრიტეს და დაკრძალეს უსახელო სასაფლაოზე[2][3]. 2000 წელს ალექსანდრე ბურავცევი ახალმოწამედ შერაცხეს[4]. ასევე დააპატიმრეს ტაძრის უკანასკნელი წინამძღვარი ალექსანდრე სტოლკოვი, რომელიც 1937 წლის 5 ნოემბერს ალთაის მხარეში, მისი დაკრძალვის ადგილი უცნობია[3].

დახურვის შემდეგ ტაძრის შენობაში განათავსეს სხვავასხვა დაწესებულებები.

1990 წელს ტაძარი დაუბრუნდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. 1990-ან წლებში დაიწყო ტაძრის აღდგენითი სამუშაოები. ეს ტაძარი იყო პირველი, რომელიც პატრიარქმა ალექსი II-მ აკურთხა ინტრონიზაციის შემდეგ. 1990 წლის 17 აგვისტოს აკურთხეს მთავარი საკურთხეველი და აღსდგა ღვთისმსახურება. 1991 და 1993 წელს აკურთხეს ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და სერგი რადონეჟელის ეგვტერები. დაიწყო ტაძრის აქტიური აღორძინება. აღადგინეს სამრეკლო და გალავანი, ასევე გუმბათი, ინტერიერში დააგეს მოზაიკა. კეთილმოაწყეს მიმდებარე ტერიტორია. გადაასვენეს ყველა ადამიანის სხეულის ნაწილები, რომელიც აღმოაჩინეს განადგურებულ სასაფლაოზე[1][3].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 Храм Спаса Преображения в Тушине // Православная Москва. Справочник действующих монастырей и храмов / Авторы-составители: В. А. Судариков, С. В. Чапнин. — Москва: Издательство Братства Святителя Тихона, 1993. — С. 134. — 50 000 экз. — ISBN 5-86407-001-7
  2. 2.0 2.1 Игумен Дамаскин (Орловский). Священномученик Александр (Буравцев) священник. Жития новомучеников. Региональный общественный фонд «Память мучеников и исповедников Русской православной церкви». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-21. ციტირების თარიღი: 2015-10-11.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 История храма. Сайт Храма Преображения Господня в Тушине. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-21. ციტირების თარიღი: 2015-10-11.
  4. Деяние Юбилейного Архиерейского Собора о соборном прославлении Новомучеников и исповедников Российских XX века. Архиерейский Собор 2000 г.. Русская Православная Церковь. Официальный сайт Московского Патриархата. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-04. ციტირების თარიღი: 2015-10-11.