მოსკოვის ელია წინასწარმეტყველის ტაძარი (ობიდენი)
მოსკოვის ელია წინასწარმეტყველის ტაძარი (რუს. Храм Илии Пророка) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XVI საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის ხამოვნიკის რაიონში. ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობდა 1702 წელს.
მოსკოვის ელია წინასწარმეტყველის ტაძარი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 55°44′32″ ჩ. გ. 37°36′13″ ა. გ. / 55.74222° ჩ. გ. 37.60361° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | მოსკოვი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული სტილი | მოსკოვური ბაროკო |
თარიღდება | XVI საუკუნე |
ტაძრის მთავარი საკურთხეველი აკურთხეს ელია წინასწარმეტყველის სახელზე. ეგვტერები კი სვიმეონ ღვთისმიმრქმელისა და ანა წინასწარმეტყველის, ასევეა მოციქულების პეტრესა და პავლეს სახელზე.
ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.
ისტორია
რედაქტირებაპირველი ხის ეკლესიის აგების თარიღი ზუსტად არ არის ცნობილი[1], გადმოცემის თანახმად იგი აგებული უნდა იყოს დიდი თავადის ვასილი III-ის პირადი მონაწილეობით 1505-1533 წლებს შორის.
1702 წელს ძველი ხის ეკლესიის ადგილზე დაიწყეს ქვის ტაძრის მშენებლობა. 1706 წელს დაამზადეს ოდიკი. 1819 წელს აკურთხეს სამხრეთის ეგვტერი მოციქულების პეტრესა და პავლეს სახელზე.
ტაძარმა თანამედროვე სახე მიიღო დიაკვან იოანე ლებედევის წინამძღვრობის პერიოდში. ეს იყო რეფორმამდელი პერიოდი, როდესაც რუსეთში ბევრი რამ შეიცვალა. 1867 წელს იოანე ლებედევის წინამძღვრად დანიშვნის პარალელურად ელია წინასწარმეტყველის ეკლესიის მამასახლისად დაინიშნა პირველი გილდიის ვაჭარი ვლადიმირ კონშინი. წინამძღვარმა და მამასახლისმა გადაწყვიტეს პირველ რიგში ჩაეტარებინათ სატრაპეზოსა და სამრეკლოს რემონტი. პროექტის განსახორციელებლად დიდი თანხა გაიღო თავად კონშინმა და მისი ცოლის ნათესავებმა ტრეტიაკოვებმა. ახალი სატრაპეზოს და სამრეკლოს კურთხევა მოხდა 1868 წლის 9 ივნისს.
საეკლესიო მამასახლისი ვლადიმირ კონშინი იყო პირველი საეკლესიო-სამრევლო სკოლის შექმნის ინიციატორი. სწავლება დაიწყეს 1875 წელს, ხოლო 1882 წელს ცალკე შენობა ააგეს სკოლისა და თავშესაფრისათვის.
1930 წელს ეკლესია გადაურჩა დახურვას. გადმოცემის მიხედვით ეკლესიის დახურვა უნდოდათ 1941 წლის 22 ივნისის ლოცვის შემდეგ, მაგრამ დაიწყო დიდი სამამულო ომი, რამაც გადაარჩინა ეკლესია დახურვას. 1944 წლის 15 ივნისს აქ მოსკოვის ქრისტეს აღდგომის ტაძრიდან გადააბრძანეს სასწაულმოწმედი ღვთისმშობლს ხატი „მოულოდნელი სიხარული“.
1975 წელს ეკლესიაში ჯვარი დაიწერა ალექსანდრე სოლჟენიცინმა და მისმა მეუღლემ ნატალია სვეტლოვამ. აქვე მონათლეს თავიანთი შვილები[2].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Протоиерей Николай Скурат. (11.03.2017) О попытках закрытия московской Илие-Обыденской церкви в 1931–1932 гг. (по архивным материалам). ციტირების თარიღი: 2017-03-11.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 300-летие постройки в Москве во имя святого пророка Божия Илии каменного храма, издревле слывущего Обыденным // ЖМП. — 2002. — № 9.
- ↑ Л. Сараскина Александр Солженицын.