მოსკოვის დიმიტრი როსტოველის ტაძარი (ოჩაკოვო)

მოსკოვის დიმიტრი როსტოველის ტაძარი (რუს. Храм Димитрия Ростовского) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XVIII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის დასავლეთის ადმინისტრაციული ოლქის ოჩაკოვო-მატვეევის რაიონში. ტაძრის მისამართია გენერალ დოროხოვის ქუჩა № 17. ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობდა 1757-1759 წლებში.

მოსკოვის დიმიტრი როსტოველის ტაძარი
მოსკოვის დიმიტრი როსტოველის ტაძარი (ოჩაკოვო) — რუსეთი
მოსკოვის დიმიტრი როსტოველის ტაძარი (ოჩაკოვო)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°44′42″ ჩ. გ. 37°40′59″ ა. გ. / 55.74500° ჩ. გ. 37.68306° ა. გ. / 55.74500; 37.68306
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7733903000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XVIII საუკუნე
დეტალები
გუმბათი 1

ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია დიმიტრი როსტოველის სახელზე.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ღვთისმშობლის ქება-დიდების სახელობის ხის ეკლესია სოფელ ოჩაკოვოში (რომელიც 1960 წლის 17 აგვისტოდან მოსკოვის შემადგენლობაშია) ააგეს 1717 წელს თავად იაკობ ივანეს ძე ლობანოვ-როსტოვსკის ფინანსებით. 1753 წელს სოფლის მფლობელი გახდა საიდუმო მრჩეველი მიხეილ სტეფანეს ძე ოპოჩინინი. 1757 წლის 5 მაისს მან სინოდალურ კანტორას მიმართა თხოვნით ნება დაერთოთ ახალი ტაძრის მშენებლობაზე. ამავე წელს ტაძრის მშენებლობაზე თანხმობა მიიღეს. ახალი ქვის ტაძრის მშენებლობა დასრულდა 1759 წელს.

საბჭოთა ხელისუფლებამ ტაძარი დახურა XX საუკუნის 20-იან წლებში, შემდეგ ისევ გახსნეს, მაგრამ საბოლოოდ დიდი სამამულო ომის დროს საბოლოოდ დაიხურა. ტაძრის შენობა გადააკეთეს ბოსტნეულის საწყობად. ეკლესიიდან უშედეგოდ ცდილობდნენ მხატვობის მოსპობას. გუმბათი ხელშეუხებელი დატოვეს, მას მხოლოდ ოქრო მოხსნეს. 1960 წელს ტაძარზე სარესტავრაციო სამუშაოები დაგეგმეს, მაგრამ სამუშაოები მხოლოდ 1972 წელს დაიწყო. ამ პერიოდში უკვე გაუქმებული იყო სასაფლაო ეკლესიის გარშემო. სარესტავრაციო სამუშაოები დასრულდა 1992 წელს. ტაძარი რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას დაუბრუნდა 1992 წელს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Паламарчук П. Г. Окраины Москвы. Инославие // Сорок сороков Краткая иллюстрированная история всех Московских храмов. — Москва: Астраль, 2004. — Т. 4. — С. 194 — 197. — 696 с. — 7000 экз. — ISBN 978-5-271-07711-X.
  • Холмогоров В. И. 3: Загородская десятина (Московского уезда) // Исторические материалы для составления церковных летописей Московской епархии. — Москва: Тип. Л. Ф. Снегирева, 1881. — С. 269, 337. — 387 с.