მოსე ხონელის ქუჩა
მოსე ხონელის ქუჩა — ქუჩა თბილისში. მდებარეობს კრწანისის რაიონში (ხარფუხი); ხარფუხის ქუჩიდან სოღანლუღის შესახვევამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. ადრე მუღანის შესახვევი ერქვა. შეტანილია თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში. 1960 წელს მოსე ხონელის სახელი ეწოდა. აქვს ერთი ჩიხი.
მოსე ხონელის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | კრწანისის რაიონი |
უბანი | ხარფუხი |
წინა სახელები | მუღანის შესახვევი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 122, ISBN 978-99928-20-35-3.