მორიც დეში (უნგრ. Mór Déchy, გერმ. Moriz von Déchy, ფრანგ. Maurice de Déchy; დ. 4 ნოემბერი, 1851, პეშტი, უნგრეთი — გ. 8 თებერვალი, 1917, ბუდაპეშტი, უნგრეთი) — უნგრელი მოგზაური, ალპინისტი და გეოგრაფი, კავკასიის მკვლევარი.

მორიც დეში
უნგრ. Mór Déchy
დაბ. თარიღი 4 ნოემბერი, 1851(1851-11-04)[1] ან 1851[2] [3]
დაბ. ადგილი პეშტი
გარდ. თარიღი 8 თებერვალი, 1917(1917-02-08)[1]
გარდ. ადგილი ბუდაპეშტი[4]
დასაფლავებულია კერეპეში
მოქალაქეობა  უნგრეთი
საქმიანობა გეოგრაფი, მკვლევარი და ბოტანიკოსი
ხელმოწერა
მორიც დეშის საფლავი ბუდაპეშტის სასაფლაოზე

ბიოგრაფია

რედაქტირება

მორიც დეში დაიბადა 1851 წლის 4 ნოებერს რკინიგზის მაგნატის ქრისტიანი ებრაელის ოჯახში. მამამისი აქტიურად ზრუნავდა შვილის განათლებაზე. შეასწავლა არაერთი უცხო ენა. დეშმა დაწყებითი განათლება ბუდაპეშტის პიარისტების გიმნაზიაში მიიღო, შემდეგ სწავლა განაგრძო ვენის უნივერსიტეტში სადაც ეუფლებოდა გეოლოგიას და გეოგრაფიას.

1872 წელს მონაწილეობდა უნგრეთის გეოგრაფიული საზოგადოების დაარსებაში. შემდეგ გახდა მისი ვიცე-პრეზიდენტი, მოგვიანებით კი საზოგადოების საპატიო პრეზიდენტი. დ. მორი იყო გამოცდილი მთამსვლელი და მრავალს მოგზაურობდა. მან არაერთი ადგილი მოიარა, როგორებიცაა ალპები, კარპატები, ბოსნია, ალჟირი, პირინეი, კავკასია და ჰიმალაი, ასევე შპიცბერგენი.

მიუხედავად მ. დეშის მრავალი მოგზაურობისა, მის მთავარი კვლევის ობიექტს კავკასია წარმოადგენდა, სადაც მან მეცნიერებთან ერთად 9 დიდი ექსპედიცია მოაწყო. აღნიშნული მოგზაურობები ასახულია სამ ტომად გერმანულად გამოცემულ მის ძირითად ნაშრომში „კავკასია. მოგზაურობა და კვლევა კავკასიის მაღალ მთებში“.

პირველი ექსპედიცია მოეწყო 1884 წლის ზაფხულში. მოგზაურობისას მ. დეშის თან ახლდა ბოტანიკოსები ჰუგო ლოჟკა, ლადისლავ ჰოლოსი, გეოლოგები ფრანც შაფარზიკი, კარლ პაპი და დეზიდურიუს ლაჩკო. მოგზაურობა განხორციელდა რუსეთის ხელისუფლების მხარდაჭერით. 1884 წლის 23 აგვისტოს ჯგუფმა ბაქსანის ხეობით იალბუზს მიაღწია და მისი მთავარი მწვერვალი (5642 მ) დალაშქრა.

მეორე ექსპედიცია 1885 წელს შედგა. მას თან ახლდა ბოტანიკოსი ჰუგო ლოჟკა.

მესამე ექსპედიცია, რომელიც ასევე 1885 წელს მოექწყო, მ. დეშის თან ახლდა ფერენც შაფარზიკი. მათ ყაზბეგიდან იალბუზამდე დალაშქრეს კავკასიის მთავარი ქედი. შემდეგ ქლუხორის უღელტეხილით დაეშვნენ ბაქსანის ხეობაში, სადაც შეისწავლეს იქაური მყინვარები.

მეოთხე ექსპედიცია 1887 წელს შედგა. ექსპედიციაში თან ახლდა ინგლისელი დუგლას ფრეშფილდი. ვლადიკავკასიდან მოყოლებული კვლავ გადავიდნენ ბაქსანის ხეობაში, გზად გაიარეს ზემო სვანეთის კავკასიონი.

მეხუთე ექსპედიცია 1897 წელს შედგა, რომელიც ოჯახური მიზეზების გამო ათი წლით გადაიდო. დ. მორი გაემართა ცენტრალური და აღმოსავლეთ კავკასიის შესასწავლად. ორ თანმხლებელთან ერთად ავიდა მყინვარწვერზე, ხოლო აღმოსავლეთ კავკასიონზე დალაშქრა მახოს მთა (3809 მ) და დატეხ-კორი (4272 მ).

მეექვსე ექსპედიცია 1898 წელს შედგა გეოლოგ კაროლი პაპასა და ბოტანიკოს ლასლო ხოლოშისთან ერთად. მათი ძირითადი კვლევის საგანს დასავლეთ კავკასიონი წარმოადგენდა.

მეშვიდე ექსპედიცია 1902 წელს შედგა. მ. დეშის თან ახლდა გეოლოგი დეზო ლაცკო. გზად დაიპყრეს ბაზარჯუზის მწვერვალი (4487 მ). მოიარა დაღესტანი.

1884 წელს დაოჯახდა მდიდარი ოდესელი ბანკირის ქალიშვილ პაულინა შტეინბერგზე. შეეძინათ ორი შვილი მარია და ივანი.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. მცენარეთა სახელების საერთაშორისო ინდექსი — 1999.
  3. author citation
  4. PIM identifier