მორდვეთის ტურიზმი
მორდვეთის ტურიზმი — რუსეთის ტურიზმის ნაწილი მორდვეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.
რესპუბლიკაში ტურიზმის მართვას ხელმძღვანელობდა მორდვეთის რესპუბლიკის სპორტის, ფიზიკური კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო, [1]შემდეგ —მორდვეთის რესპუბლიკის კულტურის, ეროვნული პოლიტიკის, ტურიზმისა და საარქივო საქმეთა სამინისტრო.
ტურიზმის განვითარების ისტორია მორდვეთში
რედაქტირება2014 წელს მორდვეთში შემუშავდა საინვესტიციო პროექტი, „ჩემპიონთა ქალაქი“ სარანსკში ტურისტული და რეკრეაციული კლასტერის შესაქმნელად. პროექტი პერსპექტიულად აღიარა ტურიზმის ფედერალურმა სააგენტომ. შედეგად, იგი შეიტანეს ფედერალურ მიზნობრივ პროგრამაში — „შიდა და შემომავალი ტურიზმის განვითარება რუსეთის ფედერაციაში“. რესპუბლიკაში შიდა ტურიზმის განვითარების, ეროვნული ტურისტული პროდუქტის პოპულარიზაციისა და ტურიზმის სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, შეიქმნა მორდვეთის ტურისტული საინფორმაციო პორტალი და რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო ჟურნალ Status-თან ერთად. ამოქმედდა პროექტი სახელწოდებით Go to Mordovia („წადი მორდოვიაში“), რომელიც გულისხმობდა რეპორტაჟების სერიის მომზადებას მორდვეთის რეგიონების ტურისტული პოტენციალის შესახებ. [2]
2016 წელს სარანსკი შევიდა რეგიონთაშორისი „დიდი ვოლგის“ მარშრუტში რომელიც განვითარდა ვოლგის ფედერალური ოლქის შემადგენლობაში შემავალი ყველა რეგიონის, რესპუბლიკისა და ტერიტორიის მახასიათებლების გათვალისწინებით და ისტორიული და კულტურული გამდიდრების მიზნით. ამ მარშრუტის ფარგლებში, სარანსკში ყოფნისას ტურისტებს საშუალება ექნებათ მოინახულონ თეოდორე უშაკოვის ტაძარი, ს. ერიზის სახელობის მორდვეთის სახვითი ხელოვნების რესპუბლიკური მუზეუმი, მაკაროვსკის მონასტერი და დააგემოვნონ ეროვნული სამზარეულოს კერძები. [3] 2016 წელს სარანსკმა მე-18 ადგილი დაიკავა 2015 წელს ყველაზე იაფი ტურისტული ადგილების რეიტინგში რუსეთში. რეიტინგი შედგენილია Travel.ru სერვისის მიერ. მისი შედგენისას ექსპერტები ეყრდნობოდნენ სასტუმროებისა და აპარტამენტების დაჯავშნის მონაცემებს 2015 წლის 1 თებერვლიდან 31 დეკემბრის ჩათვლით რუსეთის ას ყველაზე პოპულარულ ქალაქსა და კურორტზე ჯავშნების რაოდენობის მიხედვით. [4]
2017 წელს, კონკურსის „მორდვეთის რესპუბლიკის ტურისტული სუვენირის“ შედეგების შეჯამების ფარგლებში, ტურისტული საინფორმაციო ცენტრის მიერ კულტურის, ეროვნული პოლიტიკის, ტურიზმისა და საარქივო საქმეების სამინისტროსთან ერთად წარმოადგინეს სარანსკისა და მორდვეთის ახალი ტურისტული რუკა, რომელიც შეიქმნა რეგიონის მაცხოვრებლებსა და სტუმრებს შორის უფასო გავრცელების და ძირითად ტურისტულ ობიექტებზე, კოლექტიური განსახლების ადგილებში, კვების დაწესებულებებში, რკინიგზისა და ავტობუსის სადგურებში, აეროპორტებში, მუზეუმებში, ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში განთავსების მიზნით. [5]
სარანსკი 2018 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ქალაქი იყო. მატჩების ჩასატარებლად აშენდა 45 000 ადგილიანი სტადიონი Mordovia Arena, რომელიც ჩემპიონატის შემდეგ გადაკეთდა 26 000 ადგილიან სტადიონად და სპორტულ და კულტურულ ცენტრად, სადაც განთავსდა მაღაზიები, სუპერმარკეტები, რესტორნები, ჩოგბურთის კორტები, კალათბურთის და ფრენბურთის მოედნები. ქალაქის ცენტრში, მდინარე სარანკას სანაპიროზე აშენდა ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო. ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე განთავსებული იყო 22 ტურისტული საინფორმაციო მაგიდა. იქ გულშემატკივრებს შეეძლოთ მიეღოთ ინფორმაცია ტრანსპორტის მუშაობის, კულტურული პროგრამისა და FIFA Fan Fest-ის განრიგის შესახებ.
-
სარანსკი. 2018 წელი მზადება ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის
-
სანაქსარის მონასტერი, სადაც მდებარეობს ადმირალ ფიოდორ უშაკოვის ნაწილები
-
ფოლკლორული ანსამბლი „გაიგი ვაიგელი“ „ეთნო-კუდოს“ სახელობის „ეთნოგრაფიული სახლ-მუზეუმის“ გახსნაზე. პოდლესნაია ტავლა, მორდოვის კოჩკუროვსკის რაიონი.
-
ერზიის საგვარეულო სანთლები ბუენ შტატოლი და რასიკენ შტატოლი „რასკენ ოზქსის“ დღესასწაულზე.
მორდვეთის ტურიზმის სახეობები
რედაქტირებაღონისძიებების ტურიზმი
რედაქტირებამორდვეთის რესპუბლიკაში ყოველწლიურად იმართება სხვადასხვა დონის მრავალი ღონისძიება, დაწყებული სოფლის ფოლკლორული ფესტივალებიდან ცნობილ საერთაშორისო ფესტივალებამდე: რუსული დრამატული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი „თანამემამულეები“, ხალხური ხელოვნების ფესტივალი „შუმბრატი მორდოვია!“ ეროვნული ფოლკლორის ფესტივალები „აქშა კელუ“ და „რასკენ ოზქსი“ და მრავალი სხვა. [6]
ერზიის ტრადიციული დღესასწაული „რასკენ ოზქსი“ აღდგა 1999 წელს, როგორც ეთნიკური კულტურის ფესტივალი და მას შემდეგ ყოველ სამ წელიწადში ერთხელ იმართება მორდვეთის ბოლშეიგნატოვსკის რაიონის სოფელ ჩუკალის მახლობლად. მორდვეთის რესპუბლიკის მეთაურის ბრძანებულებით (დათარიღებული 2004 წლის 17 ივნისი No. 80-UG), რასკენ ოზქსი, აკშა კელუსთან, ველენ ოზკთან, საბანტუისთან და სლავური ლიტერატურისა და კულტურის დღესთან ერთად, შეტანილია მორდვეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ეროვნული ფოლკლორული დღესასწაულების ჩამონათვალში.
ეთნოკულტურული ტურიზმი
რედაქტირებაკოჩკუროვსკის რაიონის სოფელ პოდლესნაია ტავლაში არის MUK „ეთნოგრაფიული მუზეუმი „ვ. რომაშკინის სახელობის ეთნო-კუდო.“ მუსიკოსმა და ფოლკლორისტმა ვლადიმერ რომაშკინმა იყიდა პატარა სახლი სოფელ პოდლესნაია ტავლაში. სოფელი ცნობილია ერზიული ხეზე კვეთის ტრადიციით. პოპულარობის მოპოვების შემდეგ რომაშკინი ოცნებობდა სოფლის ეთნოტურისტულ მარშრუტზე და ავრცელებდა ინფორმაციას ტავლინელი ოსტატების მოღვაწეობის შესახებ. მფლობელის სტუმართმოყვარეობის წყალობით, პოდლესნაია ტავლაში მდებარე სახლმა უმასპინძლა საერთაშორისო ფინო-უგრიელ სტუმრებს ესტონეთიდან, უნგრეთიდან, ფინეთიდან, ასევე რუსეთის ფინო-უგრიელი ხალხის დელეგაციებს. ვლადიმერ რომაშკინის დახმარებით, არასამთავრობო ორგანიზაცია ერმეზმა ჩაატარა ხეზე მოჩუქურთმების პირველი რესპუბლიკური სემინარი, შემდეგ კი ფინო-უგრიელთა მერქნის პირველი საერთაშორისო სემინარი „Weisen undokst“ (რუს. „ერთიანი ფესვები“). რომაშკინის სახელობის სახლ-მუზეუმი „ეთნო-კუდო“. ვლადიმერ რომაშკინის ნივთებისა და ქონების ერთპიროვნული მფლობელია. იქ აგრეთვე თავმოყრილია ერზიელი ხალხის მატერიალური კულტურის კოლექციები: საყოფაცხოვრებო ნივთები,ჭურჭელი და ა.შ.
მუზეუმში შეიძლება არა მხლოდოდ საგნების ხელით შეხება, არამედ მათი დანიშნულებისამებრ გამოყენებაც.ფესტივალებისა და დღესასწაულების დროს, როდესაც სტუმრები ჩამოდიან, დიასახლისები ამზადებენ საჭმელს ღუმელში, აცხობენ პურს და ბლინებს. მსურველებს შეუძლიათ ღამე გაათიონ, ისაუბრონ მუზეუმის შემქმნელებთან, კურატორებთან და სოფლის მცხოვრებლებთან. მუზეუმი შედის „სულგამოს“ ტურისტულ მარშრუტში და გაიმარჯვა ნომინაციაში „ვოლგის ფედერალური ოლქის რეგიონთაშორისი ტურისტული მარშრუტის საუკეთესო განვითარება“. მონაწილეა მარშრუტის „ეთნიკური მორდვეთი.“
სახლ-მუზეუმი „ეთნო-კუდო“ ატარებს ექსკურსიებს რესპუბლიკის სკოლამდელი დაწესებულებებისა და სკოლებისთვის და მასპინძლობს როგორც კოლექტიურ, ისე ინდივიდუალურ სტუმრებს. იმართება შემდეგი ღონისძიებები: ერზიული და მოქშას სიმღერების რეგიონალური - ყოველწლიური ფოლკლორული ფესტივალი „თორამას ტერდი“ (რუს. „ტორამას ზარი“), 2016 წელს მე-5-ჯერ გაიმართა, იუმორისტული ფესტივალი „კულდორ-კალდორი“); ყრუ-მუნჯების საერთაშორისო - სპორტული ფესტივალი "Tyushtyan nalksemat" (13 მონაწილე სახელმწიფო), ფინო-ურიგური ხეზე მოჩუქურთმების საერთაშორისო სემინარი "Weisen undokst" , პარკის სკულპტურული ფესტივალი „კოი“ (რუს. „ტრადიცია“ ). სახელმწიფო საბიუჯეტო დაწესებულების „მორდოვიის რესპუბლიკის ტურისტული საინფორმაციო ცენტრის“ ინფორმაციით, 2016 წელს ეთნო-კუდოს სახლ-მუზეუმში ვიზიტების რაოდენობა 164%-ით გაიზარდა.
სოფელ სტარაია ტერიზმორგას ეროვნული კულტურის ცენტრში, ტურისტებს საშუალება აქვთ გაეცნონ მორდველი ხალხის ორიგინალურ კულტურას, ხოლო პოდლესნო-ტავლინსკაიას ექსპერიმენტულ ბავშვთა სამხატვრო სკოლაში მათ შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ ხეზე კვეთის მასტერკლასში და სუვენირად წაიღონ „ფინურ-უგრული სამყაროს შვიდი საოცრება“ — ხის სათამაშო. [6]
რომაშკინის სახელობის მუზეუმი „ეთნო-კუდო“, სოფელ სტარაია ტერიზმორგასთან ერთად მორდვეთის რესპუბლიკის ეროვნული კულტურის ცენტრის ნაწილია.
მომლოცველთა ტურიზმი
რედაქტირებასარანსკში არის თეოდორე უშაკოვის სახელობის ტაძარი, რომელიც ვოლგის რეგიონის ერთ-ერთი უდიდესი მართლმადიდებლური ეკლესია და მორდვეთის სავიზიტო ბარათია. მორდვეთის დასავლეთით, ტურისტებს შეუძლიათ მოინახულონ სანაქსარის ღვთისმშობლის მონასტერი, სადაც მდებარეობს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ადმირალ ფიოდორ უშაკოვის ნაწილები. სარანსკის ურბანული რაიონის ტერიტორიაზე არის მაკაროვსკის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის მონასტრის ანსამბლი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მორდვეთის სულიერ და კულტურულ ცხოვრებაში. ამჟამად იგი წარმოადგენს უმთავრეს მომლოცველთა ცენტრს თვალწარმტაცი ტერიტორიით და 20-ზე მეტი ტაძრით, რომელსაც უწოდებენ „პატარა ათონს.“
ეკოლოგიური ტურიზმი
რედაქტირებათემნიკოვსკის რაიონში მდინარე მოქშას მარჯვენა ნაპირზე,წიწვოვან-ფოთლოვანი ტყეების და ტყე-სტეპების ზონის საზღვარზე მდებარეობს პიოტრ სმიდოვიჩის სახელობის მორდვეთის სახელმწიფო ნაკრძალი. 2013 წლის დეკემბრიდან მორდვეთის ნაკრძალი არის რუსეთის ტურისტული ოპერატორი, რომელიც სტუმრებს სთავაზობს ექსკურსიისა და საგანმანათლებლო ტურების რამდენიმე ვარიანტს, მათ შორის სპეციალურად აღჭურვილი ეკოლოგიური ბილიკების გასწვრივ. ასევე შეშაძლებელია სასტუმროს დაჯავშნა სახლებში ნაკრძალის კორდონებში. სოფელ პუშტაში მდებარეობს მორდვეტის სახელმწიფო ნაკრძალის ბუნების მუზეუმი, რომელიც შეიცავს ფლორისა და ფაუნის ნიმუშებს და ფოტოებს.
ნაკრძალში შემუშავებულია მთელი რიგი მარშრუტები: „გაიცანი მორდვეთის ნაკრძალი!“ ნაკრძალის ფლორისა და ფაუნის ტიპიური წარმომადგენლების და წყალსაცავების ეკოსისტემის გასაცნობად. ფუნქციონირებს დიდი სადამკვირვებლო მოედანი, სადაც სტუმრები გადაჰყავთ ნავით „წინაპრების გზით“ ძველი მორდოველების ლეგენდებისა და მითების გასაცნობად.
სოფლის ტურიზმი
რედაქტირება2012 წელს, რუზაევსკის მუნიციპალური ოლქის მუნიციპალური ავტონომიური ინსტიტუტის „ახალგაზრდული პოლიტიკისა და ტურიზმის ცენტრის“ ბაზაზე აგროტურიზმის განვითარების ხელშემწყობი ასოციაციის ინიციატივით შეიქმნა სოფლის ტურიზმის განვითარების ხელშემწყობი რესპუბლიკური საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ მორდოვეთის კარ-მოდამო.“ 2013 წელს მოეწყო ტურისტული მარშრუტი სოფლებში შიშკეევო — სტრელეცკაია სლობოდა — ოგარევო, რომელიც მოქმედებდა როგორც სოფლის ტურიზმის საჩვენებელი ადგილი ამ მხარეში. სოფელ შიშკეევოში განვითარდა საექსკურსიო მარშრუტი აბატისის ხაზის გასწვრივ და აღდგა პურის გამოცხობის, თიხისგან სათამაშოებისა და კერძების შექმნის ტრადიციები.
2014 წელს შემუშავდა პროექტი მორდვეთის აგროტურისტული კლასტერის შესაქმნელად, რის შედეგადაც სამი სოფელი გაერთიანდა აგროტურისტულ მარშრუტად და დაიწყო ტურისტების მიღება. [7]
-
ერზიას საგვარეულო სანთლის —შტადოლის ანთების რიტუალი რასკენ ორზსკის დღესასწაულზე
-
საფეხმავლო ბილიკი მორდვეთის ნაკრძალში
-
ვოლგის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შადრევანი — "მორდოვის ვარსკვლავი"
-
სერაფიმ საროველის სახელობის წყარო სოფელ ციგანოვკაში
ლიტერატურა
რედაქტირება- Бурланков С. П., Захватова И. В. Современный туристский рынок России и перспективы его развития в Мордовии // Финно-угорский мир. — 2013. — С. 110—113. რუს.
- Емельянова Н.А. Охраняемые природные территории республики Мордовия как объекты рекреации и туризма // Инженерные технологии и системы. — 2008. — № 1. — С. 150—153.რუს.
- Емельянова Н. А., Жулина М. А., Карасев А. С. и др. Территориальная организация туризма в Республике Мордовия: моногр. / под общ. ред. М. А. Жулиной. Саранск : Изд-во Мордов. ун-та, 2017. 272 с.; რუს.
- Туристско-рекреационный потенциал Республики Мордовия : учеб. / Н. А. Емельянова, М. А. Жулина, В. М. Кицис [и др.]; под общ. ред. М. А. Жулиной. Саранск : Изд-во Мордов. ун-та, 2017. 188 с. რუს.
- Жулина М. А., Емельянова Н. А., Кусерова и др. Перспективные направления развития туризма в Республике Мордовия // Природно-социально-производственные системы регионов компактного проживания финно-угорских народов: сборник. -Саранск, 2012. — С. 55-63.რუს.
- Жулина М. А. Аспекты формирования региональной программы развития туризма Республики Мордовия / М. А. Жулина, М. И. Фирстов, Н. Е. Нехаева // Вестник НИИ гуманитарных наук при Правительстве Республики Мордовия. — 2013. — № 2 (26). — С. 35-43. რუს.
- Жулина М. А. Потенциал Республики Мордовия для создания этнических туров / М. А. Жулина, Ю. С. Терехова // Географические проблемы сбалансированного развития староосвоенных регионов. сб. научных ст. Междунар. научно.-практ. конф. — Брянск: Брянский гос. ун-т, 2012. — С 74-79. რუს.
- Чугунова О. А. Формирование туристского образа Республики Мордовия в региональных средствах массовой информации // Природно-социально производственные системы регионов компактного проживания финно-угорских народов: межвуз. сб. науч. трудов. — Саранск: Изд-во Мордов. ун-та, 2012. — С. 85.რუს.
- Республика Мордовия. Отдых и туризм: Проспект туристического агентства «Юнион». Саранск: Мордов. кн. изд-во, 2006. 44 с. რუს.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Государственное и муниципальное управление в сфере туризма : учебник / коллектив авторов; под общ. ред. Е. Л. Писаревского. — М. : Федеральное агентство по туризму, 2014. — 192 с.. ციტირების თარიღი: 2020-05-17
- ↑ В Мордовии продолжается активная работа над развитием туристического потенциала. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-13. ციტირების თარიღი: 2020-06-13
- ↑ Саранск стал участником «Великого Волжского пути». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-13. ციტირების თარიღი: 2020-06-13
- ↑ Саранск вошел в топ-20 самых экономичных городов России для путешественников!. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-13. ციტირების თარიღი: 2020-06-13
- ↑ Создана первая бесплатная туристская карта Саранска и Мордовии. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-13. ციტირების თარიღი: 2020-06-13
- ↑ 6.0 6.1 Федеральное Агентство по туризму. Мордовия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-18. ციტირების თარიღი: 2020-05-17
- ↑ Методическое пособие «Сельский туризм как средство развития сельских территорий» / Лебедева И. В., Копылова С. Л. — Москва: АНО «АРСИ», 2018. − 164 с.. ციტირების თარიღი: 2020-06-13