მორგან ფილიპს პრაისი
მორგან ფილიპს პრაისი (დ. 29 იანვარი, 1885 — გ. 23 სექტემბერი, 1973)[1] — ბრიტანელი პოლიტიკოსი და ლეიბორისტული პარტიის წევრი, პარლამენტის წევრი.
ჟურნალიზმი
რედაქტირებამორგან ფილიპს პრაისის პოლიტიკური ცხოვრება დაიწყო ლეობორისტული პარტიით, სადაც ის გლოსტერის დეპუტატობის კანდიდატურაზე წარადგინეს (1911-1914), მაგრამ, პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ანტი-საომრული პოზიცია დაიკავა და დაარსებისთანავე შეუერთდა დემოკრატიული კონტროლის კავშირს. 1912 წელს გამოაქვეყნა ციმბირში მოგზაურობის შესახებ, სადაც ყურადღება დაუთმო რეგიონის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას, ის აქ 1909 წლიდან 1910 წლამდე იმყოფებოდა. 1914 წელს გამოაქვეყნა „The Diplomatic History of the War“.
მუშაობა დაიწყო Manchester Guardian-ისთვის და იყო აღმოსავლეთის ფრონტის ომის კორესპონდენტი. ის ფლობდა რუსულს და თავისუფლად შეეძლო რუსეთის რევოლუციაზე მოხსენებების გაკეთება. 1921 წელს დაბრუნდა ბრიტანეთში და გამოაქვეყნა „My Reminiscences of the Russian Revolution“, სადაც სიმპათიებს არ მალავდა ვლადიმირ ლენინისა და ბოლშევიკების მიმართ.
1919 წლიდან 1921 წლამდე Daily Herald-ისთვის კორესპონდენტად მუშაობდა გერმანიაში.
პარლამენტი
რედაქტირებაპირველი მსოფლიო ომის შემდეგ პრაისი შეუერთდა ლეიბორისტულ პარტიას და გახდა კანდიდატი გლოსტერის დეპუტატობისთვის. 1922, 1923 და 1924 წლებში წარუმატებლად იბრძოდა ადგილობრივ არჩევნებზე.[2] 1929 წლის საყოველთაო არჩევნებზე უაიტჰევენის საარჩევო ოლქში აირჩიეს.[2] იგი შეუერთდა რემსი მაკდონალდის მთავრობას, როდესაც იგი დაინიშნა ჩარლზ ტრეველანის პირადი მდივნის თანამდებობაზე. 1931 წლის საყოველთაო არჩევნებზე პრაისმა დაკარგა დეპუტატობის ადგილი.[2] 1935 წელს ისევ აირჩიეს, როგორც Forest of Dean-ის დეპუტატად, სადაც იგი მსახურობდა, მანამ, სანამ 1950 წლის საყოველთაო არჩევნებისთვის საარჩევნო უბანი არ გაუქმდებოდა.[2] ნაცვლად, ამისა იგი არჩეულ იქნა ვესტ გლოსტერშირის ახალი საარჩევნო ოლქზე და ამ ადგილს იკავებდა, მანამ, სანამ 1959 წლის საყოველთაო არჩევნებზე არ დატოვებდა თემთა პალატას.[3]
1969 წელს პრაისმა გამოაქვეყნა თავისი მოგონებები, My Three Revolutions. იგი გარდაიცვალა 1973 წლის 23 სექტემბერს, 88 წლის ასაკში.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ House of Commons constituencies beginning with "W" (part 3). Leigh Rayment's House of Commons pages. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-31. ციტირების თარიღი: 2009-04-21
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Craig, F. W. S. (1983). British parliamentary election results 1918–1949, 3rd, Chichester: Parliamentary Research Services, გვ. 137, 317, 360. ISBN 0-900178-06-X.
- ↑ House of Commons constituencies beginning with "G" (part 1). Leigh Rayment's House of Commons pages. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-04. ციტირების თარიღი: 2009-04-21