მონტე-პერდიდო
(გადამისამართდა გვერდიდან მონ-პერდიუ)
მონტე-პერდიდო (ესპ. Monte Perdido; ფრანგ. Mont Perdu — დაკარგული მთა) — მესამე უმაღლესი მწვერვალი პირენეების მთებში (3355 მ). მდებარეობს ესპანეთში, უესკის პროვინციაში. საფრანგეთიდან იგი არ ჩანს, რადგან სხვა მწევრვალები ეფარება. მწვერვალის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნილია ორდესა-ი-მონტე-პერდიდოს ეროვნული პარკი.
მონტე-პერდიდო* | ||
---|---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | ||
ქვეყანა | ესპანეთი, საფრანგეთი | |
ტიპი | შერეული | |
კრიტერიუმები | iii, iv, v, vii, viii | |
სია | [1] | |
რეგიონი** | ევროპა | |
კოორდინატები | 42°40′00″ ჩ. გ. 0°02′00″ ა. გ. / 42.66667° ჩ. გ. 0.03333° ა. გ. | |
გაწევრიანების ისტორია | ||
გაწევრიანება | 1997 (21-ე სესია) | |
ნომერი | 773 | |
გაფართოება | 1999 | - |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 773 ინგლ. • რუს. • ფრ. |
მწვერვალი კირქვისგან შედგება და მოიცავს 30,6 ჰა ტერიტორიას, ასევე ორ უღრმეს კანიონს მთელ ევროპაში და და სამ ფართო მყინვარულ ცირკს. პასტორალური ლანდშადტი (სოფლები, მინდვრები და ფერმები, მთის საძოვრები და გზები) წარმოაჩენს ევროპის მთიანი რეგიონებისათვის დამახასიათებელ სოფლის მეურნეობის ყველაზე ადრეულ წყობას. 1997 წელს მწვერვალი და მისი მიმდებარე რეგიონი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.