მონცონიტი
მონცონიტი — სრულკრისტალური მაგმური ქანი, რომელიც დაახლოებით თანაბარი რაოდენობით შეიცავს კალიუმ-ნატრიუმიან მინდვრის შპატს, პლაგიოკლაზსა და მუქ მინერალებს — ავგიტს, ამფიბოლს, ბიოტიტს. ქიმიური შედგენილობით მონცონიტური ჯგუფის ქანებს გარდამავალი ადგილი უკავია სიენიტსა და გაბროს შორის. მონცონიტი გავრცელებულია რუსეთში, უკრაინაში, ციმბირში, იტალიაში, ნორვეგიასა და სხვა ქვეყნებში.
მონცონიტი | |
---|---|
მონცონიტი | |
ცნობები | |
ტიპი | მაგმური |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 115.