მონრეალის მეტროპოლიტენი

მონრეალის მეტროპოლიტენი
ინფორმაცია
ქვეყანა კანადის დროშა კანადა
ქალაქი მონრეალი
გახსნის თარიღი 1966 წ.
ხაზის სიგრძე 66,0 კმ.
სადგურთა რაოდენობა 68
ხაზთა რაოდენობა 4
მგზავრები დღეში 785 000
მგზავრები წელიწადში 286,7 მლნ.
ხაზების სქემა

მონრეალის მეტროპოლიტენი — საქალაქო ტრანსპორტის სისტემა მონრეალში. ტორონტოს მეტროპოლიტენის შემდეგ კანადაში მეორეა დატვირთულობის მიხედვით. 2006 წლისთვის მონრეალის მეტროპოლიტენს თავისი გახსნის დღიდან 6 მლრდ ადამიანი ჰყავდა გადაყვანილი, რაც თითქმის ტოლია დედამიწის მოსახლეობისა.

მონრეალის მეტროპოლიტენი მსოფლიოში პირველია და იმ მცირეოდენ მეტროპოლიტენთა რიცხვშია, სადაც სალტეებიანი მატარებლები გამოიყენება. მეტრო 1966 წელს შევიდა ექსპლუატაციაში.

მშენებლობა 1962 წლის მაისში დაიწყო; 1967 წლის ზაფხულში მეტროს უკვე უნდა ემუშავა. 1967 წელს მონრეალში მსოფლიო გამოფენა — ექსპო-67 უნდა გამართულიყო, ამიტომაც, ქალაქს მეტროპოლიტენი ესაჭიროებოდა. თავდაპირველ ვარიანტში სულ 3 ხაზი უნდა გაეყვანათ. 1976 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩატარებასთან დაკავშირებით კი მწვანე ხაზის დაგრძელების აუცილებლობა შეიქნა და სწორედ ჩრდილოეთით წავიდა განვითარება, სადაც ამჟამად ოლიპიური სტადიონი და ოლიმპიური სოფელია. ამის შემდგომ, 1978-1982 წლებში ნარინჯისფერი ხაზი რამდენიმეჯერ დააგრძელეს ორივე მიმართულებით. ცისფერი ხაზის სადგურები 1986-1988 წლებში გაიხსნა, თუმცა, მათი დაპროექტება 10 წლით ადრე იყო მომხდარი.

დღევანდელობა

რედაქტირება

მონრელის მეტროში 5 ხაზი მუშაობს, თითოეულს თავისი ფერი, მარშრუტის ნომერი და საბოლოო სადგურები აქვს. ყველაზე დატვირთული ხაზი 2-ეა - რუკაზე ნარინჯისფერი, ყველაზე წყნარადმავალი ხაზი კი 5-ე ხაზია - რუკაზე ლურჯი. 4-ე ხაზი - რუკაზე ყვითელი - ყველაზე მოკლეა: სულ 3 სადგურით. ეს ხაზი 1967 წლის მსოფლიო ბაზრობისთვის სპეციალურად იქნა აშენებული, რომელიც წმინდა ელენეს კუნძულზე გადის. 2007 წლის 28 აპრილს მეორე ხაზზე დამატებით 3 სადგური გაიხსნა, ამდენად, ხაზი დასავლეთით დაგრძელდა კუნძულ ლავალამდე.

 
მონრეალის მეტროპოლიტენის მატარებელი.
ხაზი # ფერი საბოლოო სადგური მიშენების თარიღი უკანასკნელი რემონტის თარიღი სიგრძე სადგურების რაოდენობა
1 მწვანე ანგრინიონონორ-ბიუგრანი 1966 1978 22.1 კმ 27
2 ნარინჯისფერი კოტ-ვერტუმონტმორენსი 1966 2007 30.0 კმ 31
4 ყვითელი ბერრი-უკამილონგელ-უნივერსიტეტ-დე-შერბრუკი 1967 1967 4.25 კმ 3
5 ცისფერი სნოუდონისენ-მიშელი 1986 1988 9.7 კმ 12
 
მეტროსადგური Lionel-Groulx

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება