მონების პატარა ტბა
მონების პატარა ტბა (ფრანგ. Petit lac des Esclaves) — ტბა კანადაში, ალბერტის პროვინციაში. ეკუთვნის მდინარე ათაბასკის აუზს (მაკენზის სისტემა). ფართობი 1168 კმ². საშუალო სიღრმე 11,4 მ, მაქსიმალური 20,5 მ. ნაპირები დამრეცია. ტბის აღმოსავლეთ ნაწილში გაშენებულია ქალაქი მონების ტბა. ტბაში მიმდინარეობს წაულის მოშენება, განვითარებულია ტურიზმი.
მონების პატარა ტბა | |
---|---|
Petit lac des Esclaves | |
კოორდინატები: 55°26′26″ ჩ. გ. 115°29′19″ დ. გ. / 55.44056° ჩ. გ. 115.48861° დ. გ. | |
მდებარეობა | კანადა |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 577 მ |
ფართობი | 1168 კმ² |
საშუალო სიღრმე | 11,4 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 20,5 მ |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 95.