მონდი

(გადამისამართდა გვერდიდან მონდი (გაზეთი))

მონდი (ფრანგ. Le Monde - მსოფლიო) — ფრანგული ყოველდღიური საღამოს გაზეთი; ტირაჟი 2004 წელს შეადგენდა 371.803 ასლს. საფრანგეთის მთავარ, საუკეთესო რეპუტაციის გაზეთად ითვლება.

პირველი გამოცემა

არსებობს მსგავსი სახელწოდების ჟურნალიც - Le Monde diplomatique, რომელშიც მონდს 51% წილი აქვს, თუმცა რედაქციით ჟურნალი დამოუკიდებელია.

გაზეთი დაარსდა ჰიუბერ ბოვ-მერის მიერ გენერალი დე გოლის თხოვნით გერმანული არმიის პარიზიდან განდევნის შემდეგ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. გაზეთმა ფორმატი Le Temps-გან ისესხა, რომელსაც რეპუტაცია ოკუპაციის პერიოდში საკმაოდ შეერყა. ბოვ-მერის მოთხოვნით გაზეთს სრული სარედაქციო თავისუფლება უნდა ჰქონოდა. მისი პირველი გამოცემა 1944 წლის 19 დეკემბერს გამოჩნდა. ინტერნეტ-ვერსია 1995 წლის 19 დეკემბრიდან არის ხელმისაწვდომი.

გაზეთის მიმდინარე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და გამოცემის დირექტორია ჟან-მარი კოლომბანი, ხოლო მთავარი რედაქტორი - ჟერაჯ კურტუა. გაზეთის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური კარიკატურისტია პლანტუ, რომლის ნამუშევარი ხშირად გაზეთის მთავარ გვერდზე გამოდის.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება