ვიკიპედია ფოტოგალერეა არ არის რედაქტირება

წაიკითხეთ - ვიკიპედია:რა არ არის ვიკიპედია. გარდა ამისა - თუ თქვენ არ ფლობთ საავტორო უფლებას წიგნების გარეკანებზე, მათი Commons-ში განთავსება არ არის სწორი - და ყველა ფაილს იქ წაგიშლიან. ამასთან - სტატია რუსულ ვიკიპედიაში განიხილება, როგორც წასაშლელი - იხილეთ ru:Википедия:К удалению/18 марта 2016#Василий Гулеури. გაეცანით ვიკიპედიის შესავალსა და დახმარების გვერდებს. --გიორგი (მომწერეთ) 06:46, 3 მაისი 2017 (UTC)პასუხი

კიდევ ერთხელ რედაქტირება

კიდევ ერთხელ - ნათლად მოგწერეთ ზემოთ. ვიკიპედია არ არის ფოტოგალერეა. ამასთან, სურათებს ნუ დებთ Commons-ში. იქ დეტალურად უნდა გეწეროთ, საიდან აიღეთ და გაქვთ თუ არა უფლება. გარდა ამისა - ყდების ფოტოგალერეები ძირითად სტატიებში არ კეთდება. უმჯობესია, იყოს სტატია ნაწარმოების შესახებ (თუკი მასზე მოიპოვება 2-3 საინფორმაციო წინადადება და თავად წყარო, სადაც დადასტურებულია, რომ ასეთი წიგნი არსებობს). მაგალითად, იხილეთ ბნელი კოშკი: მსროლელი. --Abandoner განხილვაწვლილი 13:41, 10 მაისი 2017 (UTC)პასუხი

„ხუშტურს“ ნუ უწოდებთ ამას. ვიკიპედიაში ფაქტობრივად 12 წელი ვარ და ლიტერატურაზე სტატიებს მეც აქტიურად ვწერ. თუ დამანახებთ სტატიას, რომელიც დაკომპლექტებულა ასეთი რაოდენობის ფოტოებით (მწერლის სტატიას), მაშინ უკვე განვაგრძოთ საუბარი. იმას, რომ სტატია არ უნდა იყოს წარმოდგენილი იმ სახით, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ, დაგიდასტურებთ ნებისმიერი ადმინისტრატორი ჩვენი პროექტიდან თუ სხვა მომხმარებელი.

1-2 ყდა არ არის იგივე, რაც ფოტოგალერეა, რადაც გადაქცეული გქონდათ სტატიის ერთ-ერთი რედაქტირება ჩვენთან (რამდენიმე ყდა იყო გვერდის მარჯვენა მხარის ჩაყოლებაზე) და აგრეთვე ის სტატია, რომელიც რუსულ ვიკიში შექმენით წესების დარღვევით. თუ ჩვენი არ გჯერათ, შეგიძლიათ, სხვათა შორის, შებრძანდეთ და მათ ესაუბროთ "ხუშტურებზე".

გარდა ამისა - რა გიშლით, შექმნათ ცალკე სტატიები თითო წიგნზე, საჭირო ინფორმაციის დამატებით და იქ გამოიყენოთ ეს ყდები? ქართული გამოცემების შესახებ რაც უფრო მეტი გამართული სტატია გვექნება, მით უფრო კარგი იქნება. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ გულეური ერთ-ერთი პოპულარული საბავშვო ავტორია დღეს და არ იქნებოდა უპრიანი ნამდვილად ასეთი სტატიების შექმნა. --Abandoner განხილვაწვლილი 14:04, 10 მაისი 2017 (UTC)პასუხი