ბნელი კოშკი: მსროლელი

მსროლელი“ (ინგლ. The Gunslinger) — ამერიკელი მწერალ სტივენ კინგის რომანი, პირველი „ბნელი კოშკის“ სერიაში, რომელსაც კინგი თვლის თავის magnum opus-ად.[1] თავდაპირველად ეს უნდა ყოფილიყო შემაჯამებელი ნაწარმოები, რომელშიც 1978-1981 წლებში გამოცემული მოთხრობები გაერთიანდებოდა. 1982 წელს რომანი გამოიცა და 2003 წელს კიდევ ერთხელ, გადამუშავებული სახით გამოჩნდა (ეს ვერსია დღეს გაყიდვაში არსებული ტირაჟია).

„ბნელი კოშკი: მსროლელი“
The Gunslinger

პირველი გამოცემის გარეკანი
ავტორი სტივენ კინგი
გარეკანის მხატვარი მაიკლ უელენი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
სერია ბნელი კოშკი
ჟანრი ფენტეზი, ვესტერნი
გამომცემელი Grant
გამოცემის თარიღი 10 ივნისი, 1982
მთარგმნელი ნიკა სამუშია
ქართულად გამოიცა 2014 (დიოგენე)
მედია მაგარი ყდა
გვერდი 224
მომდევნო სამის გამორჩევა
ISBN 978-0-937986-50-9

რომანის მთავარი პერსონაჟია როლანდ დისკეინი, მსროლელი, რომელიც მისდევს და ეძებს თავის მეტოქეს, რენდალ ფლეგს, ადამიანს შავებში. იგი მოგზაურობს უდაბნოში, გზად ხვდება რამდენიმე პერსონაჟს, მათ შორის - ჯეიკ ჩემბერზს, რომელიც ბოლოს იღუპება, მაგრამ ბრუნდება სხვა ნაწილებში.

  1. კინგი, სტივენ (2002). Everything's Eventual. Toronto: Pocket Books, გვ. 167. ISBN 0-7434-5735-8.