ბნელი კოშკი II: სამის გამორჩევა

ბნელი კოშკი II: სამის გამორჩევა“ (ინგლ. The Dark Tower II: The Drawing of the Three) — ამერიკელი მწერალ სტივენ კინგის რომანი, მეორე „ბნელი კოშკის“ სერიაში, რომელსაც კინგი თვლის თავის magnum opus-ად.[1]

„ბნელი კოშკი II: სამის გამორჩევა“
The Drawing of the Three

პირველი გამოცემის გარეკანი
ავტორი სტივენ კინგი
გარეკანის მხატვარი ფილ ჰეილი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
სერია ბნელი კოშკი
ჟანრი ფენტეზი, ვესტერნი, საშინელებები, სამეცნიერო ფანტასტიკა
გამომცემელი Grant
გამოცემის თარიღი მაისი 1987
მთარგმნელი ნინო შეყილაძე
ქართულად გამოიცა 2015 (დიოგენე)
მედია მაგარი ყდა
გვერდი 400
წინამორბედი ბნელი კოშკი: მსროლელი
მომდევნო ბნელი კოშკი III: უნაყოფო მიწები
ISBN 978-0-937986-90-5

რომანის მთავარი პერსონაჟია როლანდ დისკეინი, მსროლელი, რომელიც მისდევს და ეძებს თავის მეტოქეს, რენდალ ფლეგს, ადამიანს შავებში და ცდილობს ბნელი კოშკის გადარჩენას. ამ ნაწილში როლანდს ნამდვილი სამყაროდან თავისთან მიჰყავს ნარკომანი ედი დინი და ოდეტა ჰოლმზი, რომელსაც პიროვნების გაორება აქვს - მეორე პერსონაჟი, რომელიც მასში იმალება, რასისტი და დამნაშავე დეტა უოკერია.

  1. კინგი, სტივენ (2002). Everything's Eventual. ტორონტო: Pocket Books, გვ. 167. ISBN 0-7434-5735-8.