gvz: ძალიან საინტერესო და საჭირო ვიკი-პროექტია !!!!!

დავეხმაროთ კა.ვიკი.ორგ-ს?

ვიკიპედიის სტატიების შექმნა

რედაქტირება

გამარჯობა!

კეთილი იყოს თქვენი ფეხი ვიკიპედიაში. ძალიან მოხარული ვარ, რომ გამოჩნდნენ მონაწილეობის მიღების მსურველები.

რამდენიმე თვის წინ აღმოვაჩინეთ მე და მეორე ადმინისტრატორმა ეს გვერდი. ვიღაცას დაწყებული ჰქონდა ქართული საიტი (მადლობა განზრახვისათვის), მაგრამ, მგონი, ქართულის მცოდნე არც იყო. თითო-ოროლა სტატია იყო დაწყებული, შინაარსის გარეშე. ახლა ქართულ ვიკიპედიას ორი ადმინისტრატორი ჰყავს: მთავარი გვერდი გავაკეთეთ და რამდენიმე სტატია შევქმენით ესკიზის სახით.

ამ დღეებში ვიღაცამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართულ მითოლოგიასთან დაკავშირებული სტატიების სახით. სამწუხაროდ, ანონიმურად. სამწუხაროდ იმიტომ, რომ მოხარული ვიქნებოდი მეკითხა მისთვის, თუ გადახედა ინფორმაციას საავტორო უფლებების შესახებ. ვიკიპედიაში არ შეიძლება სხვა გამოცემული ენციკლოპედიებიდან თუ წიგნებიდან ინფორმაციის კოპირება. შეიძლება "საკუთარი სიტყვებით" სტატიის დაწერა ან სხვა ენებზე შექმნილი ვიკიპედიებიდან თარგმნა. თქვენს მიერ შექმნილ სტატიაში, მაგალითად, არის ორი სურათი. ვიკიპედიის წესების მიხედვით, სტატიებში ჩართული სურათები საავტორო უფლებებისაგან თავისუფალი და მითითებული უნდა იყოს წყარო.

ერთი კონკრეტული შენიშვნა თქვენთვის: როგორც ჩანს, თქვენ შექმენით სტატია (კახეთის შესახებ) ამ გვერდზე: Wikipedia:Searching და შემდეგ გადაიტანეთ იგი კახეთის სტატიაზე. ამან გამოიწვია ის, რომ Wikipedia:Searching მოქმედებს, როგორც კახეთის სტატიის ლინკი. იმისათვის, რათა შექმნათ ახალი სტატია, უნდა შეიყვანოთ browser-ში http://ka.wikipedia.org/wiki/ პლუს სტატიის სათაური, რომლის შექმნაც გნებავთ. მაგალითად, სტატიისთვის კახეთი უნდა დაწეროთ: http://ka.wikipedia.org/wiki/კახეთი. ეკრანზე გამოვა გვერდი, სადაც ეწერება, რომ ამ სტატიის შინაარსი არ არსებობს. მაგრამ იქ შეგიძლიათ დააჭიროთ "რედაქტირებას" (edit) და შექმნათ ტექსტი.

წარმატებებს გისურვებთ!

Sopho 22:04, 25 იან 2005 (UTC)

ყავახანა

რედაქტირება

ძვირფასო ვიკიპედიელებო!

მთავარ გვერდზე, სექციაში "ვიკი-საზოგადოება" გვაქვს ყავახანა. კარგი იქნება, თუ გამოვიყენებთ მას იმ საკითხების განსახილველად, რომლებიც ყველას ეხება. ამგვარად არ იქნება საჭირო დებატების მოწყობა მომხმარებლების პერსონალურ განხილვის გვერდებზე. თუ ვინმეს რაიმე შეკითხვა აქვს (კონკრეტული ადრესატის გარეშე), ან კონსულტაცია სჭირდება, ან რაიმე პრობლემის განხილვა, განცხადების გაკეთება და ა.შ., ყავახანაში შეიძლება ახალი თემის დამატება და ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია იქვე გასცეს პასუხი ან გააკეთოს კომენტარი. პერსონალური შეტყობინებებისთვის, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ისევ მომხმარებელთა განხილვის გვერდები გამოვიყენოთ. დღეს ერთი საკამათო საკითხის შესახებ უკვე გავაკეთე კომენტარი ყავახანაში და მოხარული ვიქნები, თუ თქვენს აზრს გამოთქვამთ. აგრეთვე კარგი იქნება, თუ ხშირად შეიხედავთ ყავახანაში.

პატივისცემით,

Sopho 14:06, 5 ოქტომბერი 2005 (UTC)პასუხი